"ახალი მაგნიტი კარგად იზიდავს" - კვირის პალიტრა

"ახალი მაგნიტი კარგად იზიდავს"

7 წლის სერბი ბოგდანი საგნებს მაგნიტივით იზიდავს. ჯერ კიდევ ჩვილი იყო ბოგდანი, როდესაც ეს უჩვეულო უნარი შემთხვევით აღმოუჩინეს. თავდაპირველად მშობლები ძალიან შეშფოთდნენ, თუმცა მალევე დამშვიდდნენ, რადგან გაარკვიეს, რომ მათი შვილის განსაკუთრებული უნარი მის ჯანმრთელობას არანაირად არ ვნებდა.

სხვა "მაგნიტებისგან" გასხვავებით, ბოგდანი არა მარტო ლითონის, არამედ ხისა და პლასტიკური მასალისგან დამზადებულ ნივთებსაც "იკრავს", ხოლო საოჯახო ტექნიკა მისი მიახლოებისას მუშაობას წყვეტს.