"რაც მეტი სიცოცხლის და სიკეთის სხივი იქნება, უფრო ბედნიერები ვიქნებით!"- ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება - კვირის პალიტრა

"რაც მეტი სიცოცხლის და სიკეთის სხივი იქნება, უფრო ბედნიერები ვიქნებით!"- ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება

ქართველი მოდელი, "მის საქართველო 2009", ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულადაა. ეს სიახლე საზოგადოებამ სულ, რამდენიმე საათის წინ შეიტყო. ნანუკა ჟუნალ "ბომონდის" ივნისის თვის გარეკანზე გამოჩნდა, სადაც მოდელს ატმისფერი საზაფხულო კაბა აცვია და უკვე მუცელიც კარგად ეტყობა.

როგორც ჩანს, გოგიჩაიშვილი ახალ ამბავს მალავდა და ექსკლუზივი სწორედ "ბომონდის" გაუზიარა. ნანუკა უკვე რამდენიმე წელია გათხოვილია, მისი რჩეული მილიონერი და ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფიაა. წყვილმა ოფიციალურად პანდემიის პერიოდში, შეზღუდვების გათვალისწინებით იქორწინა. ნანუკას შვილს საზოგადოება მოუთმენლად ელოდება.

უმშვენიერესი მოდელი შესანიშნავად გამოიყურება და მალე ქართველი დედების რიგებს შეუერთდება. ჟურნალის გარეკანი ნანუკას დამ, ნინი გოგიჩაიშვილმა სოციალურ ქსელში დადო იხილეთ სრულად