პოლიტიკოსი, პარტიის "ხალხისთვის" დაფუძნებელი ანა დოლიძე ა.წ. 8 მარტს, მეორე შვილის დედა გახდა. პოლიტიკოსს გოგონა შეეძინა, რომელსაც სახელად კრავაი დაარქეს. ამის შესახებ ანამ თვითონ დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"."მეგობრებო, გაჩნდა პატარა კრავაჲ. ორივენი ვართ კარგად. ყველას გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს", - დაწერა იმჟამად ანა დოლიძემ.მანამდე კი ანამ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვის სქესს სიურპრიზად ინახავდნენ."ამ ამბავს საიდუმლოდ ვინახავდით. "კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია - ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი - ყველაფერი საზრუნავია. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანია ჩავატარე და ხალხს ვხვდებოდი. კი ვუფრთხილდებოდი თავს, მაგრამ ღმერთმაც დამიფარა", - ამბობდა ანა. გააგრძელეთ კითხვა