ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში - კვირის პალიტრა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

პოლიტიკოსი, პარტიის "ხალხისთვის" დაფუძნებელი ანა დოლიძე ა.წ. 8 მარტს, მეორე შვილის დედა გახდა. პოლიტიკოსს გოგონა შეეძინა, რომელსაც სახელად კრავაი დაარქეს. ამის შესახებ ანამ თვითონ დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

"მეგობრებო, გაჩნდა პატარა კრავაჲ. ორივენი ვართ კარგად. ყველას გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს", - დაწერა იმჟამად ანა დოლიძემ.

მანამდე კი ანამ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვის სქესს სიურპრიზად ინახავდნენ.

"ამ ამბავს საიდუმლოდ ვინახავდით. "კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია - ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი - ყველაფერი საზრუნავია. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანია ჩავატარე და ხალხს ვხვდებოდი. კი ვუფრთხილდებოდი თავს, მაგრამ ღმერთმაც დამიფარა", - ამბობდა ანა. გააგრძელეთ კითხვა