ფაუნის რეკორდსმენები - კვირის პალიტრა

ფაუნის რეკორდსმენები

პლანეტაზე ყველაზე ღონიერი არსებაა პაწაწინა ხოჭო-მარტორქა, რომლის სიგრძეც 2,5-დან 4 სმ-მდე მერყეობს. მას შეუძლია საკუთარ წონაზე 850-ჯერ მეტი ტვირთის ტარება. ადამიანს რომ ასეთი ღონე ჰქონდეს, დაახლოებით 65 ტონის აწევას შეძლებდა.

KvirisPalitra.Geაფრიკული ანტილოპა იმპალა, რომელსაც გრძელი, წვრილი ფეხები და ღონიერი ბარძაყები აქვს, ყველაზე შორს მხტომის ტიტულს იმსახურებს.

თუ ამ საოცარ ცხოველს შეაშინებთ, მას შეუძლია 3 მეტრ სიმაღლეზე ახტეს და 10 მეტრამდე "იფრინოს".

KvirisPalitra.Geფაუნის ყველაზე ამტანი წარმომადგენელია პატარა ჩიბუხა.

2007 წელს ამ პატარა ჩიტუნიამ ისტორიაში ყველაზე დიდხანს იფრინა, - ცხრა დღის განმავლობაში  ალასკიდან ახალ ზელანდიამდე შეუჩერებლად 11500 კმ გადაიფრინა.

ფრინველს ამ დაუჯერებელი მოგზაურობის დასასრულს თავისი წონის თითქმის ნახევარი დაკარგული ჰქონდა.

ყველაზე სწრაფ თევზად აღიარებულია აფროსანი, ის ხანმოკლე ინტერვალებით ელვის სისწრაფით სწყდება ადგილს და  საათში 109 კმ სიჩქარეს ავითარებს.

KvirisPalitra.Geფაუნის ყველაზე სწრაფი მფრინავი შევარდენია. მტაცებელი სიმაღლიდან შურდულივით  მიექანება დაახლოებით საათში 322 კმ სიჩქარით, მსხვერპლს ჰაერშივე ბასრი ბრჭყალებით იჭერს და ნადავლით დედამიწაზე ეშვება.

გეპარდი პლანეტის ყველაზე სწრაფი ცხოველია. ის საათში 96 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. თუმცა გეპარდს ამ სიჩქარით მხოლოდ საშუალოდ 250 მეტრის გარბენა შეუძლია, რადგან უამრავ ენერგიას ხარჯავს.