"დედას ტექსტი, მამას სიმღერა..." - რა ვიდეოს ავრცელებს ინოლა გურგულიას ქალიშვილი?
5 ივნისს, "მზიურის" ამფითეატრში ინოლა გურგუგულიას ვაჟმა, დათო შუღლიაშვილმა დედის ტრიოს სიმღერების სანოტო კრებულის პრეზენტაცია გამართა.

"აი ასეთი არაჩვეულებრივი პრეზენტაცი გამართა დათო შუღლიაშვილმა, რომელმაც გამოსცა სანოტო კრებული ინოლას ტრიოს სიმღერების, რომლის აღსანიშნავად თავი მოვიყარეთ და შევასრულეთ ყველასთვის ძალიან ძვირფასი მელოდიები. იყო თბილი, დაუვიწყარი, მრავალფეროვანი და სპონტანური კონცერტი, რაც ასე გვენატრება პანდემიურ ყოფაში. ესეც იგრძნობოდა და კიდევ უფრო მეტად ძვირფასს ხდიდა ჩვენ ყველას ერთად ყოფნას "მზიურის" ამფითეატრის სცენაზეც და აუდიტორიაშიც" -
წერს ნიკოლოზ რაჭველი.



ღონისძიებაზე იმღერა კომპოზიტორის ქალიშვილმა. მან დედის ტექსტზე დაწერილი მამის სიმღერა შეასრულა.


"დედას ტექსტი, მამას სიმღერა....დღეს "მზიურის" ამფიტეატრში.ყველა მონაწილეს დიდი მადლობა. მიყვარხართ! - წერს სოციალურ ქსელში ია შუღლიაშვილი.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები