"ძნელია, როცა მარტო მიდიხარ სამშობიაროში" - ნინო ნადირაძე ბაია კუზანოვას ოჯახის დანგრევის შესახებ - კვირის პალიტრა

"ძნელია, როცა მარტო მიდიხარ სამშობიაროში" - ნინო ნადირაძე ბაია კუზანოვას ოჯახის დანგრევის შესახებ

ნინო ნადირაძემ ია ფარულავას გადაცემაში "ფარული კონვერტი" პირველად ისაუბრა შვილის - ბაია კუზანოვას ოჯახის დანგრევის შესახებ.

დაახლოებით 2 წლის წინ, ბაია დაქორწინდა გიორგი ბეჟაშვილზე, რომელთანაც მანამდე 5-წლიანი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა როგორც ნინო ამბობს, ყოველგვარი ჩხუბისა და გარჩევების გარეშე წყვილი ძალიან მალე დაშორდა ერთმანეთს, მაშინ ბაია უკვე ორსულად იყო. მარტომ გაატარა მთელი ეს პერიოდი და ასევე მარტომ გააჩინა შვილი, მეუღლის გვერდში დგომის გარეშე.

ნინო თავისთავად ღელავდა ფაქტის შესახებ. ამბობს, რომ თავიდან ბაიასთანაც კი ეძინა, ეხმარებოდა შვილ

ის გაზრდაში, მაგრამ ერთ დღეს ბაიამ ის საძინებლიდან გაუშვა - "დედა, ამდენი უძილობით დაბერდებიო. მას შემდეგ ახალი ბაია დაიბადა ჩემს თვალში, ბევრს მუშაობს, ბევრს სწავლობს და ცდილობს ყველაფერი ის გაუკეთოს შვილს, რასაც მე ვუკეთებდი", - აღნიშნა ნინომ.

იხილეთ ვიდეო: