"მასწავლებლების სიურპრიზი მოსწავლეებს" - სოფელ ორპირის საჯარო სკოლის ფლეშმობი (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"მასწავლებლების სიურპრიზი მოსწავლეებს" - სოფელ ორპირის საჯარო სკოლის ფლეშმობი (ვიდეო)

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს, რა თქმა უნდა, მათი მონაწილეობით და ჩართულობით. ამჯერად სკოლის დირექტორმა ირინე ბერეკაშვილმა "ჯანსაღი ცხოვრება დროის მოთხოვნაა" პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო და სკოლის ეზოში მასწავლებლების შესრულებით სახალისო ფლეშმობი მოაწყო.

"საკოორდინაციო საბჭომ ფლეშმობები და ღია სივრცეებში ღონისძიებებიო! და აჰა! მასწავლებლების სიურპრიზი მოსწავლეებს!!! ბედნიერი ზაფხული ჩემო საყვარელო მოსწავლეებო!"- დაწერა სკოლის დირექტორმა "ფეისბუქზე", სადაც ვიდეო განათავსა.

როგორც kvirispalitra.ge - სთან საუბარში ირინე ბერეკაშვილი აღნიშნავს, მათი სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში და პროექტის ფარგლებში დაგეგმეს აქტივობები.

"ჩართული ვართ ახალი სკოლის მოდელში, ანუ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში ვახორციელებდით პროექტს: "ჯანსაღი ცხოვრება დროის მოთხოვნაა" და სასწავლო წლის ბოლო დღეს გვქონდა პროექტის დახურვა/შეჯამება/გამარჯვებულების დაჯილდოება. ყველაფერი წარიმართა  რეგულაციების დაცვით, რადგან საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა ღია სივრცეებში ღონისძიებები", - გვითხრა ორპირის საჯარო სკოლის დირექტორმა.