"არ ვაკოცე სპეციალურად და ისე ვნანობ" - რას იხსენებს გოგიჩას დედა? - კვირის პალიტრა

"არ ვაკოცე სპეციალურად და ისე ვნანობ" - რას იხსენებს გოგიჩას დედა?

მსახიობის და ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის დედა ნანა დათუნაშვილი თოქ-შოუ "პროფილს“ სტუმრობდა.

"დიაგნოზი ვიცოდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ უნდა მორჩენილიყო. ნათიამ არაფერი არ თქვა, ნათიამ ყველაფერი მარტომ გადაიტანა... მე ვუკეთებდი ნემსებს, ერთი სამი ათასი ნემსი მაქვს გაკეთებული ჩემი ხელით. მე ვიცოდი, რომ უნდა განკურნებულიყო, თურქეთში ხო დადიოდა... ნათია მეუბნებოდა, არაუშავს აი  ცოტაც, ცოტაცო... მეგობრამა დაურეკა, გოგიჩ 25 ივლისს დაბადების დღე მაქვს და ხო მოხვალო? - ახლა კი ვარ ცუდად, მაგრამ 25-მდე შე კაცო, გამივლის და როგორ არ მოვალო.. 4 რიცხვში გარდაიცვალა, ბოლომდე არც თვითონ არ იცოდა რა ელოდა... ბოლოს საავადმყოფოში უთქვამს, დედაჩემა რა უნდა ქნასო? .. მე არ მინდა ჩემი ოჯახის წევრები დავამძიმო, მე ჩემს მეუღლესაც არ ვაჩვენებ ცრემლს, არც ნათიას, არც შვილიშვილებს. არ მიყვარს, რომ ვიღაცას ვეცოდები...არასდროს მარტო არ ვარ, სულ სოსო მყავს გვერდზე...მარტო მხოლოდ ლოცვის დროს ვარ, ვეხვეწები ყველას, როცა მარტო ვარ, არ შემოხვიდეთ. აი, მაშინ ვტირივარ და ვტირივარ... სიზმარში არ ვნახულობ. დედაჩემი რომ გარდაიცვალა იმას ჩავეხუტე და ვაკოცე, ვეღარ ვნახე სიზმარში და ამას არ ვაკოცე სპეციალურად და ისე ვნანობ"- მოჰყვა ნანა დათუნაშვილი.

ინფორმაციისთვის, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლის, 50 წლის ასაკში გარდაიცვლა. იგი სიმსიმნეს ებრძოდა.