"ძალიან დიდი ზიანი მოგვადგა... ცხელ კვალზე გახსნეს დანაშაული" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო სუხიშვილი?
17-06-2021
"ძალიან დიდი ზიანი მოგვადგა... ცხელ კვალზე გახსნეს დანაშაული" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო სუხიშვილი?
"სუხიშვილების " დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს:

"მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. წყნეთში, სადაც პანდემიამდე ხშირად იმართებოდა ჩვენი კონცერტები, სუხიშვილების ქ.N 1-ში მდებარე "ღია ტერასა ტყეში" გაქურდეს და ძალიან დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მოგვადგა, მაგრამ წყნეთის პოლიციის უფროსს ბატონ დიმას და მოადგილეს ბატონ ამირანს უღრმესი მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის, მათ ცხელ კვალზე გახსნეს აღნიშნული დანაშაული და დააკავეს დანაშაულის ჩამდენი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბევრი ასეთი კადრი თქვენ",
- ამის შესახებ ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
დღის კითხვადი სტატიები