"კარში მამრმა რომ ქალი უნდა გაატაროს, ეგ აღარ გვაქვს? - არ მომწონს ეს ამბავი" - კვირის პალიტრა

"კარში მამრმა რომ ქალი უნდა გაატაროს, ეგ აღარ გვაქვს? - არ მომწონს ეს ამბავი"

მომღერალი ქრისტინე იმედაძე "ინსტაგრამის" გამომწერებს ყოველდღიურად ესაუბრება და უზიარებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ცოტა ხნის წინ ის საკუთარ ისტორიას მოჰყვა და გამომწერებს კითხვით მიმართა.

"ახლა გამოვდიოდი მაღაზიიდან და კარი რომ გამოვაღე, შემომიხტა ბიჭი ანუ კარი დამაჭერინა, რომ თვითონ გაეარა. მე გაოცებული დავრჩი. მადლობა კი მითხრა, მაგრამ ბოლო დროს ასე ხშირად მემართება და ასე უნდა? გოგო რომ კარებშია, შენ უნდა შეხვიდე და მან კარი უნდა დაგიჭიროს? რაღაც არ მომწონს ეს ამბავი. გენდერობის თანასწორობის ნაწილია?", - აღნიშნავს ქრისტინე. იხილეთ ვიდეო