"კარში მამრმა რომ ქალი უნდა გაატაროს, ეგ აღარ გვაქვს? - არ მომწონს ეს ამბავი"
17-06-2021
"კარში მამრმა რომ ქალი უნდა გაატაროს, ეგ აღარ გვაქვს? - არ მომწონს ეს ამბავი"
მომღერალი ქრისტინე იმედაძე "ინსტაგრამის" გამომწერებს ყოველდღიურად ესაუბრება და უზიარებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ცოტა ხნის წინ ის საკუთარ ისტორიას მოჰყვა და გამომწერებს კითხვით მიმართა.

"ახლა გამოვდიოდი მაღაზიიდან და კარი რომ გამოვაღე, შემომიხტა ბიჭი ანუ კარი დამაჭერინა, რომ თვითონ გაეარა. მე გაოცებული დავრჩი. მადლობა კი მითხრა, მაგრამ ბოლო დროს ასე ხშირად მემართება და ასე უნდა? გოგო რომ კარებშია, შენ უნდა შეხვიდე და მან კარი უნდა დაგიჭიროს? რაღაც არ მომწონს ეს ამბავი. გენდერობის
თანასწორობის ნაწილია?", - აღნიშნავს ქრისტინე.
იხილეთ ვიდეო


w
18 ივნისი 2021 16:59
პირველი - მამრი კი არა, მამაკაცი
მეორე - ქალებმა არჩიეს პატივისცემას, გენდერული თანასწორობა
მე და ქალბატონი თუ თანასწორები ვართ, მაშინ პირველი ვინ გაივლის რა მნიშვნელობა აქვს?
თქვენ თანასწორობაც გინდათ და ისიც რომ ადრინდელივით ხელის გულზე გატარონ, საჭესთანაც გინდათ ქალი იყოთ და არა მძღოლი.
მერწმუნეთ ჩვენც ეგ გვინდა, მამაკაცებს (და არა მამრებს), ოღონდ სამწუხაროდ თქვენ გვიშლით ხელს იმაში რომ სასურველ ნაზ და მოსაფერებელ ქალბატონებად აღგიქვათ და არა მძღოლად და არა თანასწორად.
თქვენ თუ ქალურად მოიქცევით, მერწმუნეთ ჩვენი რეაქციაც არ დააყოვნებს.
ყველას ხელზე გეამბორებით, ნატიფ ქალურ თითებზე და არა მამაკაცის მიმართულებით თით და მუშტმაქნევ დაკუნთულ თითებზე
გიო
18 ივნისი 2021 15:15
ბრავო ჯიგარი ხარ ,, არატროლი", ორ სიტყვაში თქვი ყველა ნამდვილი ქართველი კაცის სათქმელი
მაკა
18 ივნისი 2021 15:07
ქალბატონებო, როცა თანასწორობას ვითხოვთ, მამაკაცის მხრიდან კომპლიმენტს კი არა, უკვე გაღიმებასაც ლამის სექსუალურ ძალადობად თვლიან, რატომ გიკვირთ, "კარში" რომ არ გატარებენ? ნიდერლანდებში ყოფნისას, გამაფრთხილეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ მამაკაცმა ქალს ადგილი დაუთმო, შეურაცხყოფად ითვლება და უნდა გააპროტესტოო. მოხუცების, ინვალიდების და ფეხმძიმეების ადგილი გამოყოფილია, დანარჩენი ყველა თანაბარიაო. ჰოდა, თანაბრობაა შრომის განაწილებაც და ურთიერთობაშიც ზღვრის წაშლა. ყველაფერი რეგრესისკენ მიდის და მეეჭვება, საბოლოოდ ქალებმა მოიგონ.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?