"შე­საძ­ლოა, გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი ჰო­ლი­ვუდ­ში გა­და­ი­ხა­დონ" - ვინ არის 34 წლის კრისტოფერ ვანდამის რჩეული აზერბაიჯანელი გოგონა
"შე­საძ­ლოა, გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი ჰო­ლი­ვუდ­ში გა­და­ი­ხა­დონ" - ვინ არის 34 წლის კრისტოფერ ვანდამის რჩეული აზერბაიჯანელი გოგონა
ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს, ჟან-კლოდ ვან დამს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი რძა­ლი ჰყავს. რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, ვან და­მის ვაჟ­მა კრის­ტო­ფერ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ პი­ა­ნისტზე იქორ­წი­ნა.

უმ­ცრო­სი ვან დამი, 34 წლის კრის­ტო­ფე­რი, მა­მის კვალს გაჰ­ყვა და თა­ვა­დაც მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა აქვს. გარ­და ამი­სა, რე­ჟი­სო­რი­ცაა. რაც შე­ე­ხე­ბა მის აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ რჩე­ულს, ის 21 წლის სუ­ა­და ჰა­ჯი­ზა­დაა.

სუ­ა­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პი­ა­ნის­ტია, რო­მელ­საც უკვე არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა ჰქო­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე. 21 წლის ასაკ­ში ის 7 მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქორ­წი­ლის
ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ვი­დეო, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ერ­თო­ბა ჟან-კლოდ ვან დამი აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ რძალ­თან ერ­თად.

მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნია აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­ი­მარ­თა. პა­ტარ­ძალს ხე­ლის მო­წე­რის დროს თეთ­რი კაბა ეცვა, ხოლო ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე - შავი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ შე­საძ­ლოა, გრან­დი­ო­ზუ­ლი
ქორ­წი­ლი ჰო­ლი­ვუდ­ში გა­და­ი­ხა­დონ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები