"შე­საძ­ლოა, გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი ჰო­ლი­ვუდ­ში გა­და­ი­ხა­დონ" - ვინ არის 34 წლის კრისტოფერ ვანდამის რჩეული აზერბაიჯანელი გოგონა - კვირის პალიტრა

"შე­საძ­ლოა, გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი ჰო­ლი­ვუდ­ში გა­და­ი­ხა­დონ" - ვინ არის 34 წლის კრისტოფერ ვანდამის რჩეული აზერბაიჯანელი გოგონა

ჰოლივუდის ვარსკვლავს, ჟან-კლოდ ვან დამს აზერბაიჯანელი რძალი ჰყავს. როგორც აზერბაიჯანული და თურქული მედია წერს, ვან დამის ვაჟმა კრისტოფერმა აზერბაიჯანელ პიანისტზე იქორწინა.

უმცროსი ვან დამი, 34 წლის კრისტოფერი, მამის კვალს გაჰყვა და თავადაც მსახიობის კარიერა აქვს. გარდა ამისა, რეჟისორიცაა. რაც შეეხება მის აზერბაიჯანელ რჩეულს, ის 21 წლის სუადა ჰაჯიზადაა.

სუადა პროფესიონალი პიანისტია, რომელსაც უკვე არაერთი წარმატებული გამოსვლა ჰქონია საერთაშორისო კონკურსებზე. 21 წლის ასაკში ის 7 მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია.

სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოები ვრცელდება. ინტერნეტსივრცეში კი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ჟან-კლოდ ვან დამი აზერბაიჯანელ რძალთან ერთად.

მოკრძალებული ცერემონია აზერბაიჯანში გაიმართა. პატარძალს ხელის მოწერის დროს თეთრი კაბა ეცვა, ხოლო ოჯახის წევრებთან ერთად გამართულ წვეულებაზე - შავი. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ შესაძლოა, გრანდიოზული ქორწილი ჰოლივუდში გადაიხადონ.