200 მილიარდი დოლარი ვლადიმირ პუტინს და 8 მილიონი ჯო ბაიდენს - რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ლიდერები - კვირის პალიტრა

200 მილიარდი დოლარი ვლადიმირ პუტინს და 8 მილიონი ჯო ბაიდენს - რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ლიდერები

მსოფლიოს მრავალი ლიდერი არა მხოლოდ უზარმაზარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, არამედ ისინი ძალიან მდიდრებიც არიან.

ფინანსური მდგომარეობა მსოფლიო პოლიტიკაში ძალიან ხშირად დომინანტობის საშუალებასაც იძლევა. შესაბამისად, ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს, ან თუდაც მილიონებს ფლობენ, ბევრი ფაქტორისგან არიან გათავისუფლებულნი.

დღეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ლიდერი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინია.

ვლადიმირ პუტინი - 200 მილიარდი დოლარი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფინანსებთან დაკავშირებული მრავალი ბურუსით მოცული ფაქტები არსებობს, თუმცა, ბოლო შეფასებით მისი ქონება 200 მილიარდი დოლარია.

ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მიერ წარმოებულ ბოლოდროინდელ ვიდეოზე ჩანს, შავი ზღვის სანაპიროზე მდიდრული სასახლე, რომელიც, მისი განცხადებით პუტინმა ქრთამის სახით მიიღო. ნავალნი ასევე ამტკიცებს, რომ პუტინი შეპყრობილია ფულით და აპირებს ეროვნული სიმდიდრის მოპარვას. მიმდინარე წლის იანვარში პუტინმა უარყო, რომ სასახლე მას ეკუთვნოდა და ვიდეოს მონტაჟი უწოდა.

კიმ ჩენ ინი - 5 მილიარდი დოლარი

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ-ინი 5 მილიარდს ფლობს. ამავე დროს, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს აქტივები და საბანკო ანგარიშები, რომელსაც უზენაესი ლიდერი და მისი ოჯახი აკონტროლებს. ცნობილი გახდა, რომ მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი 200 და მეტ საბანკო ანგარიშზე იყო დამალული სხვადასხვა ქვეყნებში. მათ შორის ავსტრიაში, ლუქსემბურგში, რუსეთში, შვეიცარიაში და ა.შ.

ილჰამ ალიევი - 500 მილიონი დოლარი

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ლიდერის ილჰამ ალიევის ოფიციალური ყოველთვიური ანაზღაურება 230 000 აშშ დოლარია. მაგრამ ცნობილია, რომ მისი ოჯახი უცხო ქვეყნებში დიდძალ ქონებას ფლობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2010 წელს მისმა ვაჟმა ჰეიდარმა, დუბაიში 44 მილიონ დოლარად ვილაც შეიძინა.

სახელმწიფოების უმდიდრეს ლიდერებს შორის ასევე მოიაზრებიან:

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის კირილ რამაფოსა - 450 მილიონი დოლარი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი - 50 მილიონი დოლარი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი... იხილეთ სტატია სრულად