"ბარბარიკა" გათხოვდა - კადრები წყვილის ხელისმოწერის ცერემონიიდან - კვირის პალიტრა

"ბარბარიკა" გათხოვდა - კადრები წყვილის ხელისმოწერის ცერემონიიდან

მსახიობი თაკო კორინთელი დაქორწინდა. მისი რჩეული ექიმი, რებილიტოლოგი ლევან ნარეშელია. წყვილს ნიშნობა გასული წლის აგვისტოს თვეში ჰქონდა, ოფიციალურად კი ახლა დაქორწინდნენ. ორივე მათგანისთვის ეს მეორე ქორწინებაა.

თაკო კორინთელი პროფესიით ჟურნალისტია და სხვადასხვა დროს ამ პროფესიით მუშაობდა, თუმცა როცა ბარბარიკას როლზე მარიშკა ჯავახაძე შეცვალა, მსახიობის როლი შესანიშნავად მოირგო და ძალიან პუპულარული გახდა.

როდესაც თაკოსა და ლევანი ნიშნობის ამბავი გახმაურდა, მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს:

როდესაც თაკოსა და ლევანი ნიშნობის ამბავი გახმაურდა, მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს:

"პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი, როგორი პერიოდიც უნდა მქონდეს, კარგი თუ ცუდი, არასდროს ვსაუბრობ. უბრალოდ, ჩვენი ამბავი ისე მოედო ქვეყანას, რომ ასე თუ ისე, მიწევს ლაპარაკი. ლევანს ბავშვობიდან ვიცნობ, უბნელები ვართ, ერთ ეზოში გავიზარდეთ, ერთი სამეგობრო წრე გვყავს და ასე შემდეგ. ახლახან ვუთხარი, რომ ბავშვობაში მომწონდა, უბრალოდ, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ჩემზე სამი წლით უფროსია, ეს ასაკობრივი სხვაობა მაშინ უფრო შესამჩნევი იყო, მისთვის ბავშვი ვიყავი, შესაბამისად, ჩემი გრძნობები საჯარო არც გამიხდია და მხოლოდ, მე და ჩემმა დაქალმა ვიცოდით (იცინის). დაახლოებით, 8-9 თვის წინ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა მაშინ, როცა ჩვენი პროფესიები ერთმანეთს გადაეკვეთა. ლევანი არის ექიმი, ეხმარება ადამიანებს და მეც დავჭირდი დასახმარებლად. ერთ-ერთ ბავშვს სჭირდებოდა მკურნალობა და ჩემი და ჩემი სანაცნობო წრის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. მოკლედ, ერთად შევუდექით ამ საქმეს, მთელი სულითა და გულით ჩავერთე ყველაფერში – ადამიანის ჯანმრთელობას ეხებოდა საქმე. თავიდან გვქონდა საქმიანი შეხვედრები, ვგეგმავდით, რა როგორ გაგვეკეთებინა. შემდეგ საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. იმდენად გავიხსენით ერთმანეთთან და ამოვალაგეთ ჩვენი ტკივილები, რომ მესაიდუმლოები გავხდით. ერთმანეთის ყოველდღიური დეტალები ვიცოდით: სად ვიყავით, როგორ ვიყავით და ასე შემდეგ. ბოლოს კი ეს ჩვენი ღრმა მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა".

წყარო