"54 წლის ვარ და საერთოდ არ ვნანობ, რომ შვილი არ მყავს. ეს არ არის სამაგალითო - ჩემგან ნუ აიღებთ მაგალითს"
21-06-2021
"54 წლის ვარ და საერთოდ არ ვნანობ, რომ შვილი არ მყავს. ეს არ არის სამაგალითო - ჩემგან ნუ აიღებთ მაგალითს"
მსახიობმა ია ფარულავამ გადაცემაში "ნოესთან" ბევრს პირად თემაზე ისაუბრა, მათ შორის, 4 ქმარზეც. რა თქმა უნდა, გაიხსენა პირველი ქორწინება, რომლის დროსაც ძალადობის მსხვერპლი იყო. ასევე, ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ არ გააჩინა შვილი:

"პირველი ქმარი, რამაზ ჩანტლაძე, არქიტექტორი და მხატვარია. 17 წლის გავთხოვდი. პირველ კურსზე ვიყავი. ძალიან თანამედროვე და კარგი სამეგობრო წრიდან იყო. მაგრამ ბიჭი პათოლოგიურად ეჭვიანი აღმოჩნდა. მისმა ოჯახმა გამომიცხადა, რომ თეატრალურიდან საბუთები უნდა გამომეტანა და სამედიცინოზე შემეტანა. ეს საშინელება
იყო და პროტესტი დამეწყო, რაც 6 თვე გაგრძელდა. ძალიან ეჭვიანი
ადამიანი იყო. ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვცემდით. ჩემს მშობლებს ვერ ვეუბნებოდი. მრცხვენოდა, რომ ეს გამემხილა.
დაჩაგრული არ ვყოფილვარ, ბიჭივით გამზარდეს და ჩემი ქმარი რომ დამარტყამდა, მეც ვურტყამდი. მაგრამ, ის მაინც ჩემზე ძლიერი იყო. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში მომდევდა და იტალიურ ეზოში შევედი. ვყვიროდი, მიშველეთ, მკლავენ-თქო, მაგრამ არც ერთმა ადამიანმა არ გამიღო კარი... "ფესვებში" რომ ვთამაშობდი, ჩუმად წავედი გადაღებაზე. მაინც რევოლუციონერი გოგო ვიყავი. "ფესვების" ის სცენა ღამეა გადაღებული იმიტომ, რომ ამ დროს ვიპარებოდი, ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, დედაჩემთან მივდივარ-თქო. მაინც გადვიღე ამ ფილმში და რომ ნახა, გაგიჟდა..."

ია ფარულავამ გადაცემაში შვილის თემაზეც ისაუბრა:

"მე უშვილო ქალი ვარ. უშვილობის მიზეზი ვერ დავადგინეთ. არასდროს გამიკეთებია აბორტი, მიუხედავად ჩემი მრავალფეროვანი ქმრებისა და ბოიფრენდებისა.
ეს ღმერთის ნება და სურვილია. იყო სხვადასხვა მცდელობა, მაგრამ არ გამოვიდა. ვფიქრობ, როცა რაღაც არ გამოდის, თავი უნდა დაანებო. 54 წლის ვარ და საერთოდ არ ვნანობ, რომ შვილი არ მყავს. ეს არ არის სამაგალითო, ჩემგან ნუ აიღებთ მაგალითს, მაგრამ ასეა. კიდევ კარგი, ხალხი დამშვიდდა და აღარ მთხოვენ შვილის გაჩენას. მე თავად ვზრდი ჩემში პატარა გოგოს. ამიტომაც, ტარიელის ენერგეტიკა, ჩემი სამი კატა და სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ, ძალიან ძვირფასია. შეგიძლიათ, ეგოისტი დამარქვათ, მაგრამ კარგად ვარ."

ვახტანგი. 69
22 ივნისი 2021 13:37
კარგი კი იქნებოდა რომ შენისთანა ლამაზი და მშვენიერი შვილები გყოლოდა!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?