"ჭამა მა­მა­ში" - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნიუ-იორ­კი­დან ოჯა­ხურ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს - კვირის პალიტრა

"ჭამა მა­მა­ში" - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნიუ-იორ­კი­დან ოჯა­ხურ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკიდან ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს.

"გიულისთან, ნიკუშასთან და ედუარდთან ერთად, "ჭამა მამაში" ახალ ქართულ რესტორანში, მანჰეტენზე, ნიუ-იორკში", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე სააკაშვილი.

ცნობისთვის, რესტორანი მანჰეტენზე 2 წლის წინ თამარ ჩუბინიძემ გახსნა. რესტორნის მფლობელის მიზანი, ნიუ-იორკელების ყოველდღიურობაში ქართული სამზარეულოს დამკვიდრებაა. "ჭამა მამას" ბრენდინგზე ამერიკელი სპეციალისტები მუშაობდნენ. თავად თამარმა კი ბიზნეს მენეჯმენტის განათლების პარალერულად, ვიდრე საკუთარ სარესტორნო ბიზნესს დაიწყებდა, პრაქტიკული ცოდნა ნიუ-იორკში ცნობილი ბელგიური რესტორნების ქსელში, მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისას მიიღო. თამარ ჩუბინიძე მანამდე ფეხსაცმლის წარმატებული დიზაინერი იყო, - მის მომხმარებლებს შორის სიუზან სარანდონი და ივანკა ტრამპი იყვნენ.