"ზღაპრული ურთიერთობა ახალი დაწყებული გვქონდა. ჩვენი განშორება დიდი ხნით არ გაგრძელდა, რადგან იქ ჩამომაკითხა..."
22-06-2021
"ზღაპრული ურთიერთობა ახალი დაწყებული გვქონდა. ჩვენი განშორება დიდი ხნით არ გაგრძელდა, რადგან იქ ჩამომაკითხა..."
საზოგადოებას არ გამორჩენია სიყვარულის ახალი ისტორია, რომელიც მოულოდნელად დაიწყო და ნანუკა გოგიჩაიშვილის პირად ცხოვრებაში ულამაზეს ზღაპრად იქცა. სასიყვარულო ისტორიის დეტალებით და არაჩვეულებრივი სიახლით ნანუკა "ბომონდის" ფოტოსესიაში ბრუნდება

- ყველაზე სასიხარულო ინფორმაციით დაგვიბრუნდით ფოტოპროექტში...

- დიახ, არაჩვეულებრივი გრძნობაა ბავშვის მოლოდინი. კარგად მახსოვს ის სიტყვები რომელიც ნიკოლოზმა ამ ამბის გაგების შემდეგ მითხრა: მე და შენ ბავშვს ველოდებით და ეს 9 თვე საკუთარი თავის სიამოვნებას მიუძღვენიო. მართლაც, მთელი ორსულობა, დროს სასიამოვნოდ ვატარებ. ასეთ
ტალღაზე ვარ. ფიზიკურად არანაირი აქტივობა არ შემიზღუდავს. არც ტოქსიკოზი მქონია. დედობის მოლოდინი ხომ ყველა გოგონას აქვს. მეც ბავშვობიდან ამ რაკურსით ვხედავდი საკუთარ თავს. ჩემი და 4 წლით უმცროსია ჩემზე და დედობრივი გრძნობა მასთან ურთიერთობისას გამოვცადე. ნინიზე ვმზრუნველობდი. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ არანაკლებ მზრუნველობას ვიჩენდი იმ
ცხოველებზე, რომლებიც ჩვენს ოჯახში ცხოვრობდნენ. ანუ პატარა არსებაზე ზრუნვისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. ამ პერიოდში ბევრ დროს ვუთმობ ლიტერატურას, ფერწერას. ყველაფერს ვაკეთებ, რომ დრომ სასიამოვნოდ ჩაიაროს. ჩემს ორსულობას პანდემიის პერიოდი დაემთხვა. რაც უნდა უარყოფითი მოცემულობა ყოფილიყო, მე მაინც დადებითი კუთხით ვაფასებ ამ მოვლენას. ეს იყო ჩვენთვის, ადამიანებისთვის გამოგზავნილი "საჩუქარი", რომ საკუთარ თავებს დავბრუნებოდით. იმ საყვარელ საქმიანობას, რომელიც გვავიწყდებოდა აქტიური ცხოვრების ფონზე. უარავი წასაკითხი თუ სანახავი ხელოვნების ნაწარმოები მქონდა შემონახული, მაგრამ ვერასდროს ვიცლიდი. პანდემიამ მათთან დაბრუნების საშუალება მომცა. ჩემი ბიბლიოთეკა, რომ იტყვიან, წასაკითხი წიგნებით გაივსო. თან ცნობისმოყვარე ვარ, აზარტულიც და რამდენიმე დღეს ვანდომებდი ერთი წიგნის წაკითხვას. პანდემიის დროს დავუბრუნდი ხატვასაც.


- წაკითხული ლიტერატურიდან ყველაზე შთამბეჭდავი რომელი ნაწარმოები აღმოჩნდა?

- ყველაზე შთამბეჭდავი ის გამოცდილებაა, რომელიც ცხოვრებაში დამიგროვდა. ხშირად ჩემს რეალობაში გადმოსულა წაკითხული ამბავი. მერე მამასთან განვიხილავდი ამ ისტორიებს იქ რომ ეწერა და მერე მე რომ გადამხდა. იგივე ითქმის კარგ ფილმზე. მიყვარს ბერძნული მითოლოგია და ხშირად ვუბრუნდები ხოლმე. ძალიან დიდი ცოდნაა მითოლოგიაში ჩადებული და ხშირად გამივლია პარალელი სხვადასხვა ნაწარმოებთან. თქვენ ყველაზე შთამბეჭდავ ნიმუშზე მკითხეთ... ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ის შეგრძნება, როცა ნაცნობ ნაწარმოებს ხელმეორედ დავუბრუნდი და სრულიად სხვა სიღრმე და აზრი დავინახე. რომ სრულიად სხვა იყო ჩემი ბავშვური აღქმა და სრულიად სხვა ზრდასრული ადამიანისა. ჩემი ახალი აღმოჩენა კი კნუტ ჰამსუნის "მისტერიებია".

- თქვენი და ნიკოლოზის ქორწინება საზოგადოების დიდი ინტერესის საგანი გახლდათ... სად დაიწყო თქვენი ისტორია?

- ყველაფერი დაიწყო 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას... ნიკოლოზს და ნათიას, დედაჩემს, ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. ერთმანეთთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. მე, ცხადია, არ ვიცნობდი. ნიკოლოზმა 19 დეკემბერს დაიწყო "ზარაფხანაში" მუშაობა. იგეგმებოდა კომპანიის რეორგანიზაცია, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა. იმ პერიოდში ეძებდნენ "ზარაფხანის" სახეს და ამ თემაზე ნათიას დაეკონტაქტა, რომ ჩემთან, როგორც მოდელთან სურდა გასაუბრება. ნათიამ მისცა ჩემი კოორდინატები და შეხვედრაზე შევთანხმდით. რატომაც არა, მე მომწონდა "ზარაფხანის" კონცეფცია, თან მოდელი ვიყავი და კარგ შემოთავაზებაზე უარი რატომ უნდა მეთქვა. როცა შევხვდი, სწორედ იმ წამს, რაღაც მოხდა... შეგრძნება დამრჩა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი. მისი სახით საოცრად დელიკატური და ზრდილი ადამიანი გავიცანი. ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს პირდაპირ ვუთხარი კიდეც. მართლაც არასდროს შემხვედრია ამდენად გალანტური და თავდაჭერილი ადამიანი. ძალიან ლამაზად დაიწყო ეს ისტორია. თავად ქმნიდა ამ ამბავს, რომლის მთავარ გმირად მაქცევდა. მოვლენები სწრაფად განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმიანი ურთიერთობიდან არ გადავსულვართ. 19 დეკემბერს ნიკოლოზი რომ გავიცანი, 9 დღეში სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გამომიგზავნა. ახლაც ასეა საჩუქარს რომ მიკეთებს, აუცილებლად აზრს დებს. იმ თაიგულებში ყველა ფერი იყო თავმოყრილი, რაც ასე იკითხებოდა - ყველაფერი. უცებ, დიდი ტალღით შემოვიდა. ყველაზე მეტად ის მახარებდა რომ მამასთან ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ძალიან მეგობრობდნენ, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო.


- ურთიერთობის პირველი პერიოდიდან გამორჩეულად რომელი დღე გახსენდებათ?

- გაცნობის დღიდან მალევე ამერიკაში გამგზავრებამ მომიწია, იქ გამოფენა უნდა მქონოდა. ძალიან სევდისმომგვრელი იყო ჩემთვის, რომ უნდა განვშორებოდი - ნიკოლოზი ახალი გაცნობილი მყავდა, ზღაპრული ურთიერთობაც ახალი დაწყებული გვქონდა. ჩვენი განშორება დიდი ხნით არ გაგრძელდა, რადგან იქ ჩამომაკითხა. არ ვიცოდი ამას თუ აპირებდა. ეს საოცრად ამაღელვებელი დღე იყო, 19 დეკემბერი. მას მერე ტრადიციად გვექცა 19 რიცხვის აღნიშვნა. მაშინ ვერაფრით ვიფიქრებდით, რომ სულ მალე პანდემია დაიწყებოდა და ყველაფერი შეიცვლებოდა ჩვენს ცხოვრებაში, ისე, რომ შეიძლება ყვავილებიც ვერ ეყიდა. დღემდე, რაც უნდა ხდებოდეს, რიცხვი 19 ყოველთვის გამორჩეულია ჩვენთვის. ეს დღე ყოველთვის დაკავშირებულია სხვადასხვა ფერის ლამაზ თაიგულთან. ერთადერთი 19 რიცხვი იყო პანდემიის დასაწყისში, როცა ყველაფერი დაიკეტა და დაკრეფილი ყვავილებით დაბრუნდა. დღემდე წიგნში ვინახავ იმ ყვავილებს. განსაკუთრებულია ჩემთვის, რადგან მისი დაკრეფილია, თან ზამთარში, როცა ყვავილი არსად ხარობს. განაგრძეთ კითხვა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?