"იმავე წელს, ახალი წლის ღამეს, მონაკოს პრინცესობა და ცოლად გაყოლა შესთავაზა რენიემ. ქორწილი ორ ეტაპად გაიმართა"
"იმავე წელს, ახალი წლის ღამეს, მონაკოს პრინცესობა და ცოლად გაყოლა შესთავაზა რენიემ. ქორწილი ორ ეტაპად გაიმართა"
რომელი კაბა იქცა მსოფლიოში საკულტო კაბად? გამოკითხულთა უმეტესობამ გრეის კელის მდიდრულ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. მიუხედავად იმისა რომ კელის ქორწილიდან გავიდა 65 წელი, ის დღემდე ინსპირაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს პატარძლებში.

ვინ დგას ეტალონური კაბის მიღმა?


25 წლის გრეისი არ აპირებდა კინოკარიერის შეწყვეტას და მიღწეულზე შეჩერებას, ვინაიდან მან სწორედ იმ პერიოდში მიიღო "ოსკარი" ჯორჯ სიტონის ფილმში მთავარი როლისთვის"პროვინციელი გოგონა", ატარებდა ყველაზე ლამაზი მსახიობის და ჰიჩკოკის ფავორიტი ქალის სტატუსს. მაშინ 1955 წლის გაზაფხულზე
ყველაფერი შეიცვალა, პრეს-კონფერენციებს შორის მსახიობს მოუწია ფოტოსესია მონაკოს გრაფ რენიე III-სთან. იმ დღეს ყველაფერი სხვანაირად აეწყო, საათზე მეტი მოუწია გრეისს საცობში ყოფნა, შემდეგ უმნიშვნელო ავარიაში მოყვა, ამის შემდეგ კი სალონში ვარცხნილობაც წარუმატებლად გაუკეთეს, კელის აღარ ჰქონდა გადაღებების თავი, მაგრამ უარის თქმა არ შეეძლო. როგორც აღმოჩნდა
გრაფის დღეც წარუმატებლად დაიწყო, გადაღებაზე ნახევარი საათით გვიან მივიდა, თუმცა ყველაფერი დაავიწყდათ ორივეს როგორც კი ერთმანეთს შეხვდნენ - ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით.

იმავე წელს ახალი წლის ღამეს მონაკოს პრინცესობა და ცოლად გაყოლა შესთავაზა რენიემ. ქორწილი ორ ეტაპად გაიმართა - სამოქალაქო ცერემონია 18 აპრილს შედგა, ხოლო რელიგიური 19 აპრილს. საქორწილო კაბა კელიმ ჰოლივუდის კოსტიუმების მხატვარს ჰელენ როუზს ანდო, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა ფილმ "გედის", "მაღალი საზოგადოების" და "მოჰამბოს" გადაღებებზე.

როუზის და გრეისის წინაშე იდგა დავალება შეექმნათ კაბა, რომელიც მსახიობის ცხოვრების ახალ ეტაპს მოუხდებოდა, ისეთი რომელშიც კინოს ადგილი აღარ იყო და მხოლოდ სამეფო ტიტული მოსჩანდა.
გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები