"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?! - კვირის პალიტრა

"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?!

ნინი გოგიჩაიშვილი შეყვარებულია. მოდელი ჯერჯერობით შეყვარებულის გამოჩენას არ ჩქარობს. ის საყვარელი მამაკაცის მიერ ნაჩუქარი ყვავილების თაიგულების ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, თუმცა ამჯერად "ინსტაგრამის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული თაიგულის ფოტოებს წარწერაც დაურთო: - "უკვე 2 წელი ერთად. ჩემი სიყვარული სამუდამოდ. სამუდამოდ ჩემი ვალენტინი, მიყვარხარ. სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია", - წერს ნინი და თაიგულის ფონზე ბეჭდიანი ხელით პოზირებს, რომელიც სავარაუდოდ, ნიშნობისაა.