"იშვიათად იღებს შხაპს, რათა პლანეტაზე წყალი დაიზოგოს... ახლობლები მუდმივად ჩივიან, რომ ქალს არასასიამოვნო სუნი აქვს"
23-06-2021
"იშვიათად იღებს შხაპს, რათა პლანეტაზე წყალი დაიზოგოს... ახლობლები მუდმივად ჩივიან, რომ ქალს არასასიამოვნო სუნი აქვს"
"დეოდორანტებს ვერ ვენდობი, ჯანმრთელობისთვის საზიანოა" - ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები და ჰიგიენა

"მსახიობი ქალებს მოუწოდებს, რომ ინტიმურ ზონაზე თმა არ მოიშორონ"

ჰოლივუდის ვარსკვლავები როდესაც წითელ ხალიჩაზე პოზირებენ, ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე მათგანი პირად ჰიგიენას არ იცავდეს. ბევრი მათგანი როგორც ზღაპარში, ისე ცხოვრობს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც მოუწესრიგებლობისკენ აქვთ მიდრეკილება. ამბობენ, რომ ფულით ბედნიერებისა და სიყარულის ყიდვა შეუძლებელია. თუმცა, ამ ორ ფენომენს კიდევ ერთ პუნქტს დავუმატებთ. როგორც ჩანს, უამრავი ფინანსური რესურსიც კი არ
არის საკმარისი, რომ მისი მფლობელები მოწესრიგებულად და გემოვნებიანად გამოიყურებოდნენ. ზოგიერთი მათგანი შხაპს იშვიათად იღებს, ზოგი დეოდორანტებსა და ჰიგიენის საშუალებებს არ იყენებს, ხოლო ნაწილი სახლში ისეთ არეულობას ქმნის, მოსამსახურეებიც კი ვერ
უმკლავდებიან.

ბიონსეს ხშირად უწოდებენ "სუნიანს". როგორც ამბობენ, მომღერალს იმდენად უყვარს ნიორი, რომ სუნს ყველა გრძნობს და
მისი გარემოცვისთვის ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია დგას. ამბობენ, რომ ერთ-ერთმა რეპერმა პაემანზე უარი სწორედ ამ მიზეზით უთხრა. თუმცა, ჯეი-ზის ყველაფერი მოსწონს მასში. განა, ეს მთავარი არ არის დედოფლისთვის?


გახსოვთ მისი სიმღერა "ბინძური"? შესაძლოა, ეს ერთგვარი მინიშნება ყოფილიყო. ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ადასტურებს, რომ მომღერალ კრისტინა აგილერას ხელების დაბანა არ უყვარს. ჰოთ-დოგს რომ მიირთმევს, თითებს გაილოკავს და შემდეგ ამ ხელს ფანებს ჩამოართმევს. შესაძლოა, ფანებისთვის ეს სასიამოვნოც კია, მაგრა მომღერლის გარემოცვა დაღლილია უკვე მომღერალთან კონტაქტის შემდეგ მაშინვე აბაზანაში შესვლითა და ხელების დაბანით. როგორც ამბობენ, აგილერა ხელებს მაშინაც კი არ იბანს, როცა
ტუალეტით სარგებლობს. რამდენიმე წლის წინ მომღერლის კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გაიხსენა: "ტუალეტის შემდეგ მან ჩვეულებრივად განაგრძო საჭმლის ჭამა ისე, რომ ხელები არ დაუბანია. შემდეგ კი გულშემატკივრებს მიესალმა."

მომღერალი კეშა ეპატაჟურობითა და პროვოკაციული ქცევით გამოირჩევა. ერთხელ ВВС-ს პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ხალხი ხშირად საუბრობს მის არასასიამოვნო სუნზე. "ერთხელ მითხრეს, რომ მაწანწალას სუნი ამდის. მას შემდეგ ვფიქრობ, რომ მსგავსი არომატი შევქმნა. ჰა ჰა ჰა! მართლა, დარწმუნებული ვარ, ხალხს მისი ყიდვა მოუნდება..."

კეშამ ასევე საჯაროდ თქვა, რომ შარდით მკურნალობის მომხრე იყო: "სადღაც წავიკითხე, რომ ძალიან სასარგებლოა. გადავწყვიტე, მეცადა. საშინელი გემო ქონდა, ამიტომ, მეტჯერ აღარ გამიმეორებია".

2011 წელს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძებაზე ლინდსი ლოჰანმა ყველას უჩვენა, თუ რამდენად საშინელი ეფექტი აქვს მოწევას, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით გამოყენებასა და სტომატოლოგთან არარეგულარულ ვიზიტს. ღონისძებაზე ისე გაიღიმა, რომ მისი ყვითელი კბილები დღის მთავარი განხილვადი თემა იყო. ლინდსიმ დაუყოვნებლივ მიმართა სტომატოლოგს და პრობლემა მოაგვარა, თუმცა ფაქტი მაინც შავ ლაქად დააჩნდა მის რეპუტაციას. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის. მის სახლში ნამდვილი ქაოსია. იმდენი ტანსაცმელი აქვს, კარადაში აღარ ეტევა და პირდაპირ იატაკსა და სკამებზე აწყობს. ერთი პერიოდი მისმა დამხმარემაც კი მიატოვა, რადგან ამდენ ჩანთასა და ფეხსაცმლის ყუთთან გამკლავება აღარ შეეძლო. განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?