ცოტნემ მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟის ნახატები და ფოტოები "ინსტაგრამიდან" - კვირის პალიტრა

ცოტნემ მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟის ნახატები და ფოტოები "ინსტაგრამიდან"

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილს მხატვრობა იზიდავს და  მსოფლიოს უდიდესი მხატვრების ნამუშევრების უნიკალურ კოლექციასა ფლობს, ალბათ ამიტომაც  მას განსაკუთრებით სიამოვნებს, რომ მის უმცროს შვილს, ცოტნეს ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა.

ცოტნე ივანიშვილი თავის ნახატებს და ხატვის პროცესს "ინსტაგრამის" მომხმარებლებს ხშირად უზიარებს. ამჯერად მან მამასთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

აღსანიშავია, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ის და მისი ოჯახის წევრები იშვითად  ხვდებიან საზოგადოებას თვალში.

"ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვია, რომელიც გამოფენაზე თავის ანიმალისტური კომპოზიციებით წარსდგა. როგორც ჩანს ცოტნეს ძალიან უყვარს ცხოველების, ბუნების ხატვა. მისი ზეთში შესრულებული ფერწერული ნამუშევარი "თეთრი მგელი" იყო წარმოდგენილი ამ გამოფენაზე, რომელიც ძალიან შამბეჭდავი გახლდათ... მეორე გამოფენაზე ვეფხვის ნახატი წარმოადგინა. როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან უყვარს ბუნება, ცხოველები და არაჩვეულებრივ ნამუშევრებსაც ქმნის. ჩვენც საშუალება მივეცით, ცოტნეს ჩვენს საგამოფენო სივრცეში, სხვა ბავშვებთან ერთად მიეღო მონაწილეობა! საახალწლო-საშობაო გამოფენაზე ჩვენს დარბაზში თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრების წარმოდგენა ეწყობა. სწორედ აქ მონაწილეობდა ცოტნე ივანიშვილი. მისმა ნამუშევრებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა... უდავოდ დიდი ნიჭი აქვს და როგორც ჩანს, თავის მოღვაწობას მხატვრული კუთხით გააგრძელებს. იგი თავის ადგილს დაიმკვიდრებს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, რაც ძალიან სასიხარულოა!" - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მხატვართა კავშირის თავჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, რომელმაც ცოტნე ივანიშვილის ნამუშევრები  საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ "ოპიზა"-ს გამოფენაზე ნახა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტნე ივანიშვილმა მამას  და ძმას დაბადების დღეებზე თავის მიერ დახატული პორტრეტები მიუძღვნა.

ასევე იხილეთ:"არასდროს მიგრძნია ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა, ბიძინას საოცარი ხასიათი აქვს" - რა არის ცნობილი ეკატერინე ხვედელიძეზე

წყარო