"ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ მი­თხრა, რო­გორც კი და­გი­ნა­ხე, მა­შინ­ვე მივ­ხვდიო, რომ..."
24-06-2021
"ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ მი­თხრა, რო­გორც კი და­გი­ნა­ხე, მა­შინ­ვე მივ­ხვდიო, რომ..."
ალ­ბათ, გახ­სოვთ, ამ ცოტა ხნის წინ რომ დავ­წე­რეთ ქარ­თულ-ბრი­ტა­ნულ კოპ­რო­დუქ­ცი­ა­ზე, კი­ნო­ფილმზე - "ბე­ბია, ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლით", რომ­ლის საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა რო­ტერ­და­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა და - დიდი წარ­მა­ტე­ბი­თაც. ახ­ლა­ხან ფილ­მის პრე­მი­ე­რა მო­ე­წყო მოს­კოვ­ში და სწო­რედ რუ­სულ პრე­სა­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­ვი­ტყვეთ მას­ზე. "ბე­ბია, ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლით" სა­რე­ჟი­სო­რო დე­ბი­უ­ტია რუ­სუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მწერ­ლი­სა და მხატ­ვრის­თვის - ჟუჟა დობ­რაშ­კუ­სის­თვის, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს, მი­სი­ვე და­წე­რი­ლია სცე­ნა­რიც. ფილ­მი შავ-თეთ­რია და გა­და­ღე­ბუ­ლია ქარ­თულ ენა­ზე. მას­ში
გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფიც ქარ­თუ­ლია და - სა­შემ­სრუ­ლებ­ლოც. რე­ჟი­სორ­მა ფილმში გა­და­ი­ღო ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი: ანას­ტა­სია დე­ვიდსო­ნი, ანა ჩი­რა­ძე, ალექ­სან­დრე გლურ­ჯი­ძე, ნა­ტუ­კა გუ­ლი­საშ­ვი­ლი, გუ­ლი­კო გურ­გე­ნი­ძე, ანუ­შა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, თაკო აბა­ში­ძე და სხვ.


ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ - სა­მეგ­რე­ლო­ში ვი­თარ­დე­ბა და ძველ ტრა­დი­ცი­ას შე­ე­ხე­ბა. ფილმში მო­თხრო­ბი­ლია ერთი პრო­ვინ­ცი­უ­ლი
ოჯა­ხის ამ­ბა­ვი. მის ანო­ტა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "გარ­და­იც­ვლე­ბა ბე­ბია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან თა­ვი­სე­ბუ­რი და მკაც­რი ქალი იყო. იგი ისეთ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კვალს ტო­ვებს, რო­მე­ლიც სა­ა­ქა­ო­სა და სა­ი­ქი­ოს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს, რათა ყვე­ლას ახ­სოვ­დეს, ვინ არის, სა­ი­დან მო­დის, რის­თვის ცო­ცხლობს და ცხოვ­რობს... ფილ­მის ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟია შვი­ლიშ­ვი­ლი - არი­ად­ნა (სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მის ბე­ბი­ას მე­დეა ჰქვია), რო­მელ­საც ბავ­შო­ბა­ში ძა­ლი­ან ეში­ნო­და მკაც­რი ბე­ბი­ის. ამ­ჯა­მად იგი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს, მო­დე­ლია და გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად ევ­რო­პი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა... ფილმში 21-ე სა­უ­კუ­ნის იდე­ო­ლო­გია უკა­ნა პლან­ზე გა­და­დის და ქა­ლიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ეკ­რან­ზე ძვე­ლი ტრა­დი­ცია ცო­ცხლდე­ბა... მას, რო­გორც ოჯა­ხის უმ­ცროს წევ­რს, ბე­ბი­ის სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი წე­სის შეს­რუ­ლე­ბას და­ა­ვა­ლე­ბენ - სა­ა­ვად­მყო­ფო­და, სა­დაც ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა, სოფ­ლის სა­საფ­ლა­ომ­დე უნდა გა­ჭი­მოს ძაფი, რატა ბე­ბი­ის სული ცხედ­რის კვალს მიჰ­ყვეს. ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი ყვე­ლა­ნა­ი­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ, მისი აზ­რით, მოძ­ვე­ლე­ბულ ტრა­დი­ცი­ას, მაგ­რამ ბე­ბია იმ ქვეყ­ნი­და­ნაც კი კარ­ნა­ხობს შვი­ლიშ­ვილს, რომ და­ვა­ლე­ბა უნდა შე­ას­რუ­ლოს..."


რე­ჟი­სო­რი ჟუჟა დობ­რაშ­კუ­სი ამ­ბობს, რომ იგი კარ­გად იც­ნობს სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თუ­ლი კი­ნოს დი­დე­ბულ ტრა­დი­ცი­ებს და და­ურ­თავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მი­თი­უ­რი ად­გი­ლია, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნა­ხო ადა­მი­ა­ნის წარ­სუ­ლი, აწ­მყო და მო­მა­ვა­ლი. სწო­რედ ამი­ტომ შე­არ­ჩია მან ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ეს ქვე­ყა­ნა და გან­მარ­ტავს, რომ სა­ი­ქი­ო­სა და სა­ა­ქა­ოს ამ­გვა­რად და­კავ­ში­რე­ბის კად­რე­ბი რე­ა­ლურ სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს: სა­მეგ­რე­ლო­ში არის ტრა­დი­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნის სული გარ­დაც­ვლილს აუ­ცი­ლებ­ლად თან უნდა გაჰ­ყვეს და ამა­ში მას გა­ჭი­მუ­ლი ძაფი ეხ­მა­რე­ბაო...

"ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე. 7 წლის ვი­ყა­ვი, თე­ატ­რა­ლურ კურ­სებ­ზე რომ შე­მიყ­ვა­ნეს და, მახ­სოვს, უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი. ეს ფილ­მი კი - "ბე­ბია, ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლით" ჩემი დე­ბი­უ­ტი არის კი­ნო­ში და ამან კი­დევ უფრო დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­მი­ტა­ნა", - მი­თხრა ფილმში მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის - არი­ად­ნას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, 17 წლის ჟღალ­თმი­ან­მა ლა­მაზ­მა გო­გო­ნამ - ანას­ტა­სია დე­ვიდსონ­მა. ვიდ­რე გა­ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, გვა­რი­დან და არა­ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უცხო­ე­ლი მე­გო­ნა, ნა­წი­ლობ­რივ, ასეც აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ანას­ტა­სია ნამ­დვი­ლად ქარ­თვე­ლი გო­გო­ნაა, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, სწავ­ლობს და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის" მო­დე­ლიც გახ­ლავთ.



- რო­გორ და სად აღ­მო­გა­ჩი­ნა რე­ჟი­სორ­მა?

- მე­სა­მე წე­ლი­წა­დია, რაც "ნა­ტა­ლის" მო­დე­ლი ვარ. პირ­ვე­ლად კი 15 წლის ასაკ­ში, სწო­რედ იმ დღეს გა­მო­მიყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის "ფე­შენ უიკ­ზე", რო­დე­საც მას ფილ­მის რე­ჟი­სო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ჟუჟა დობ­რაშ­კუ­სი და­ეს­წრო. თურ­მე, თა­ვი­სი სა­დე­ბი­უ­ტო ფილ­მის­თვის შემ­სრუ­ლებ­ლებს ეძებ­და. განაგრძეთ კითხვა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?