"ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რი" - რეზი არ­ვე­ლა­ძი­სა და თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძის ვაჟი ქორ­წინ­დე­ბა - კვირის პალიტრა

"ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რი" - რეზი არ­ვე­ლა­ძი­სა და თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძის ვაჟი ქორ­წინ­დე­ბა

რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟი, ვატო არველაძე ქორწინდება. რამდენიმეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ვატომ საყვარელ გოგონას, მაკუნა ზედაშიძეს ხელი საჯაროდ სთხოვა.

ამ ემოციურ მომენტს წყვილის მეგობრების გარდა, ესწრებოდნენ ვატოს ძმა და დედა, თეონა თავართქილაძე, რომელმაც მოგვიანებით წყვილის ვიდეო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა და დაწერა - "ოჯახის ახალი წევრი."

ვატო და მაკუნა წლებია უკვე შეყვარებულები არიან. თეონა თავართქილაძის სარძლო პროფესიით ფსიქოლოგია. ვატო კი ფეხბურთელების ოჯახის ერთადერთი შვილია, რომელმაც თავადაც პროფესიად ფეხბურთელობა აირჩია.

2020 წლის აგვისტოში ვატო საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა და ორწლიანი კონტრაქტი კლუბ "ფათიჰ კარაგიუმრიუკისთან" გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვატოს ბიძა, არჩილ არველაძეა, რომელსაც კლუბის მფლობელ სულეიმან ხურმასთან წლებია ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

მაკუნასა და ვატოს სიყვარულის ისტორია წლების წინ საინტერესოდ დაიწყო. მოგვიანებით ვატო არველაძე ინტერვიუში იხსნებდა: "ეს მაგარი ისტორიაა. "ფეისბუქზე" მომეწონა მისი ფოტოები, ვწერდი და ორი წელი არ მპასუხობდა, მეუბნებოდა, პატარა ხარო. რომ გავიზარდე, თვითონ გამოჩნდა და მომწერა... და გავიფიქრე, ეს გოგო შარშია-მეთქი...." - ამბობდა ვატო.

წყარო