მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო - ფოტოები გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილიდან - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო - ფოტოები გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილიდან

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი, ჩემი ბიძაშვილის ქორწილია აქვე მახლობლად. რადგან ამერიკაში ვარ, ტყუილად ხომ არ გადმოვიფრენდი ამხელა მანძილს, ძალიან ბევრი საქმე მაქვს ისედაც...", - ამ სიტყვებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ "ამერიკის ხმასთან".

ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღეა ამერიკაში იმყოფება. ქორწილი გუშინ, 25 ივნისს გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ბიძაშვილმა, გიორგი ალასანიამ ამერიკელ ქალზე, მეგან მაკმანუსზე იქორწინა.

ცერემონია ნიუ-იორკის მახლობლად, ტყესთან ახლოს, ლამაზ გარემოში გაიმართა. Ambebi.ge-მ ქორწილის ფოტოები ექსკლუზიურად მოიპოვა.

"ჩვენი ტკბილი მეგანისა და ჯორჯის ქორწინებას აღვნიშნავთ. რა ლამაზი ქორწილია - კოცონი, ტყე... გილოცავთ საყვარლებო", - წერს მეგანის ერთ-ერთი მეგობარი შელონი.

"მაგიური ქორწილი", - ასე აფასებენ ქორწილის ცერემონიას წყვილის მეგობრები.

გიორგი ალასანია წლების წინ ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული. მისი მეუღლე ქართველი მილიონერის, დავით დუმბაძის ქალიშვილი ელენე დუმბაძე გახლდათ. გოგონა ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ვახტანგ ხუციძის (წოპეს) შვილიშვილია. ელენე დუმბაძის და გიორგი ალასანიას ქორწინება ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში თავიდანვე მოექცა. გაგრძელება