ამჯერად "სადომაზო" - კვირის პალიტრა

ამჯერად "სადომაზო"

თურმე ლედი გაგას "არასრულყოფილების კომპლექსმა" გაუარა და ამჟამად პირიქით, "სიამაყითაა აღვსილი" საკუთარი სტილის გამო. სწორედ ამიტომ სუპერვარსკვლავი "ვერ ისვენებს" და თაყვანისმცემლებს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს... ახლახან თავის ახალ ალბომთან დაკავშირებით "ავტოგრაფ-სესია" მან უბრალო სუპერმარკეტში მოაწყო, სადაც "სადო-მაზოხისტურ”სამოსში გამოწყობილი გამოცხადდა.

გაგას ტყავის ბიუსტჰალტერი და მისი "ამხანაგი" ეცვა. ხორცისფერი ქვედა სამოსი კი სიშიშვლის ილუზიას ქმნიდა. თაყვანისმცემლებთან ერთად გაგამ ბევრი ფოტო გადაიღო და უამრავი ავტოგრაფიც დაარიგა.