ცეკვა აპრეხილი ჭვინტებით - კვირის პალიტრა

ცეკვა აპრეხილი ჭვინტებით

არავინ იცის, მექსიკის ქალაქ მატეხუალაში რატომ გახდა უზომოდ პოპულარული ე.წ. "ალიადოსების" ცეკვა უგრძესი, აპრეხილჭვინტიანი ფეხსაცმელებით.

ფაქტია, რომ ეს რამდენიმე წელია, აპრეხილი ჭვინტებით ცეკვის მოდა მთელ რეგიონს მოედო და ამერიკაშიც შეაღწია... მატეხუალაში კი ცეკვის კონკურსი ალიადოსების მონაწილეობით ყოველ წელიწადს იმართება.