"მღვიმის ქალი" - კვირის პალიტრა

"მღვიმის ქალი"

ინგლისელმა ჯოდი ონიონსმა საკუთარი ქორწილის წინ, ბედნიერების აღსანიშნავად დაქალები ჩრდილოეთ იორკშირში მდებარე ჰეიპინგის მღვიმეში დაპატიჟა დასალევად.

საქმე ისაა, რომ ჯოდი და მისი მეგობარი გოგონები სპელეოლოგები არიან და სიღრმეებში თოკებით ჩაშვება სულაც არ უჭირთ. მართალია, სიძემ და მისმა მეგობრებმა ასობით მეტრის სიღრმის ქვაბულში ჩასვლა ვერ გაბედეს, მაგრამ პატარძალსა და მის მეგობრებს ეს არ სწყენიათ, უიმათოდაც "ვაჟკაცურად" მოილხინეს.