"ძალიან სიმპათიურია და ჩემზე ახალგაზრდაა..." - კვირის პალიტრა

"ძალიან სიმპათიურია და ჩემზე ახალგაზრდაა..."

"ძალიან სიმპათიურია და ჩემზე ახალგაზრდაა" - მაია ასათიანი საყვარელ მამაკაცზე

"ურთიერთობით უნდა ტკბებოდე და ახლა ვარ ამ სტადიაში", - ამის შესახებ მაია ასათიანმა "ფორტუნასთან" ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი პარტნიორი ძალიან სიმპათიური და მასზე ახალგაზრდაა.

მისივე თქმით, ბედნიერად რომ იგრძნოს თავი, ქაღალდზე შტამპი არ სჭირდება.

"ხანდახან ვაქვეყნებ ხოლმე ფოტოებს. კი, ძალიან სიმპათიურია და ჩემზე ახალგაზრდა… მეტს არაფერს ვიტყვი… გათხოვებას არ ვაპირებ… ეს არის პასუხი, რომელიც არასდროს ესმით ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანებსაც კი. საერთოდ არ ვაპირებ გათხოვებას. კარგად ყოფნა, წყვილში ყოფნა, ქორწინებისა და რუტინის გარეშეც შეიძლება. მე ვარ ადამიანი, რომელსაც, როგორი ბედნიერიც უნდა იყოს პირად ცხოვრებაში, თავისი სივრცე აუცილებლად სჭირდება. შეიძლება ჩემი პირველი ქორწინების ტრავმა მაქვს, მაგრამ ბედნიერად რომ ვიგრძნო თავი, ქაღალდზე შტამპი სულაც არ მჭირდება. ეს მასკულინური საზოგადოების მახასიათებელია, ჩვენში დღემდე ითვლება, რომ ქალი წარმატებულია მაშინ, როცა გათხოვილია და ჰყავს შვილები, მაგრამ ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა გაატაროს ცხოვრება. ყბადაღებული კითხვაა, როდის ვთხოვდები. ძალიან შევეჩვიე ამ უტაქტო შეკითხვას. სანამ ასაკი ხელს გიწყობს, კარგი გოგო ხარ და იქნებ, შვილი გააჩინოო. ამ რჩევის მოცემა შეუძლია უცნობ დეიდას ქუჩაში…

არაფერსაც არ ვითხოვ. ამ ასაკში მივედი კონდიციამდე და ეს არის სწორი, რომ არაფერი უნდა მოითხოვო. უნდა იყო იმ ადამიანის გვერდით, ვისთანაც თავს გრძნობ ჰარმონიულად. თუკი ასეთ ადამიანს იპოვი, რომელსაც არაფერი უნდა აპატიო და არაფერზე უნდა დაუხუჭო თვალი, კარგია… ადამიანი, რომელთანაც ჩუმად შეგიძლია ყოფნა, არის შენი ადამიანი. არაფერს არ ითხოვენ ჩემგანაც. ყველაფერი თავისით გამოდის და ეწყობა…" - აღნიშნა მაია ასათიანმა.