ჩემი ჭკვიანი ბიჭი... - კვირის პალიტრა

ჩემი ჭკვიანი ბიჭი...

რუსი მილიარდერები კარგა ხანია ცდილობენ, დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში "ჩაეწერონ". მაგალითად, კანის ფესტივალს აბრამოვიჩი და დორონინი საკუთარი იახტებით სტუმრობდნენ.

და თუ აბრამოვიჩის იახტაზე უკვე რამდენიმე კვირაა გვენ სტეფანი ცხოვრობს, დორონინმა, რომელიც ნაომი კეპმბელის "შეყვარებულია", ნაომისთვის მოწყობილ საღამოზე ლეონარდო დი კაპრიო მიიწვია. ეს უკანასკნელი კი რუსის იახტაზე დროის გასატარებლად დარჩა... რამდენიმე დღეში იახტამ იტალიის კურორტ პორტოფინოს მიაღწია, სადაც ჩასაფრებულმა პაპარაცებმა ნათლად აღბეჭდეს, როგორ მოწყალედ უთათუნებს სახეზე ხელს რუსი ნუვორიში კინოსამყაროს ვარსკვლავს.