"გიჩ­ქარ­დე­ბათ გუ­ლის­ცე­მა, ფიქ­რე­ბი იბინ­დე­ბა, შფო­თი იზ­რდე­ბა, გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ იგუ­დე­ბი და იწყებ ფიქ­რს, რომ სწო­რედ ასე­თია სიკ­ვდი­ლი" - კვირის პალიტრა

"გიჩ­ქარ­დე­ბათ გუ­ლის­ცე­მა, ფიქ­რე­ბი იბინ­დე­ბა, შფო­თი იზ­რდე­ბა, გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ იგუ­დე­ბი და იწყებ ფიქ­რს, რომ სწო­რედ ასე­თია სიკ­ვდი­ლი"

რუსეთში ცნობილი ტელეწამყვანი, საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე საკუთარ გამომწერებს უსიამოვნო პირად გამოცდილებას უზარებს და შეკითხვებით მიმართავს:

"ის, რაც ადრე უჩვეულო მოვლენად და რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოვლინებად მიიჩნეოდა, თანამედროვე აქტიური ადამიანისთვის ნორმად იქცა. ჩემს გარემოცვაში ალბათ არავინაა ისეთი, ვისაც ის ერთხელ მაინც არ გამოუცდია. ვსაუბრობ პანიკის შეტევაზე...

პანიკის შეტევები - თანამედროვეობის თავის ტკივილია. ის არავის ინდობს, შესაძლოა დაემართოს ტოპ-მენეჯერსაც, მსახიობს თეატრში, ან ბარისტას თქვენს საყვარელ კაფეტერიაში. სტრესი, ფიზიკური დაღლილობა, ნერვული გამოფიტვა, ჰორმონალური დისბალანსი - ეს ყველაფერი შეიძლება მისი მიზეზი გახდეს. არასდროს დაგმართნიათ? - იღბლიანი ხართ.

ხელის გულები გისველდებათ, გიჩქარდებათ გულისცემა, ფიქრები იბინდება, შფოთი იზრდება, გეჩვენება, რომ იგუდები და იწყებ ფიქრს, რომ სწორედ ასეთია სიკვდილი. სხეულის ყოველი უჯრედი შიშითაა მოცული. შემდეგ კი ყველაფერი გაივლის და რა იყო მიზეზი, ან რამ დაგამშვიდათ, გაუგებარი რჩება. გააგრძელეთ კითხვა