ეს გოგო კარგად თამაშობს... - კვირის პალიტრა

ეს გოგო კარგად თამაშობს...

ფლორიდელმა მოცეკვავეებმა გინესის რეკორდი დაამყარეს - კლასიკური ბალეტის ელემენტი - პუანტა, ანუ ფეხის წვერებზე ცეკვა 1 წუთის განმავლობაში ერთდროულად 245-მა ადამიანმა შეასრულა (წინა რეკორდი 230 მონაწილე იყო).

"საპატიო მიღწევის" დასამყარებლად გოგონები მთელი შტატის რამდენიმე ქალაქიდან ჩამოვიდნენ. პუანტა ბალეტში ქალთა ერთ-ერთი ძირითადი საბაზო ელემენტია, თუმცა ღონისძიებაში ამჯერად "ქართულად" ცერებზე შემდგარი რამდენიმე მამაკაციც მონაწილეობდა.