"ამ ფოტოზე ბებიაა" - ულამაზესი ქართველი მოდელის ფოტოები შვილთან და შვილიშვილთან ერთად - კვირის პალიტრა

"ამ ფოტოზე ბებიაა" - ულამაზესი ქართველი მოდელის ფოტოები შვილთან და შვილიშვილთან ერთად

ერთი შეხედვით მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ამ ფოტოზე ბებიაა შვილთან და შვილიშვილთან ერთად. რასაკვირველია, ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ცნობილ მოდელსა და ბიზნესვუმენს ლიკა კვარაცხელიას ასევე მოდელი ქალიშვილი ჰყავს - მშვენიერი ანა შელია. ანა ცოტა ხნის წინ გახდა დედა - ის და მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძე, პატარა ელის მშობლები გახდნენ.

თავად ლიკას, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის მურთაზ შელიას მეუღლეა, სამი შვილი ჰყავს - ქალიშვილები ანა და ელენე და ვაჟი - დათუნა.

ანამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო მოდელობა. 2017 წელს ბრიტანული მოდის

სახლის Ralph & Russo ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად.

ასევე ბევრმა არ იცის, რომ ლიკა ცნობილი მოდელისა და წამყვანის, ანა კოშაძის მულია. რძალ-მულს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ, წლებია. იხილეთ სტატია და ფოტოები