ედუარდ სააკაშვილი და მისი მეუღლე, ბიძიის ქორწილს დაესწრნენ - რა ფოტოებს ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

ედუარდ სააკაშვილი და მისი მეუღლე, ბიძიის ქორწილს დაესწრნენ - რა ფოტოებს ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი?

რამდენიმე დღეა მედია მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილის ქორწილზე აქტიურად წერს. ქორწილის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც წვეულებაზე ჩასული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და გიორგი გახარია შტატებში ერთ სასტუმროში აღმოჩნდნენ.

"ჩემი ამერიკელი ბიძაშვილის გიორგი ალასანიას ქორწილი. შვიდწლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, პრაქტიკულად მე მასთან ერთად გავიზარდე, მაგრამ ის ამერიკაში დაიბადა და ნიუ – იორკის შტატში წარმატებით ცხოვრობს და მუშაობს. ჩემი ბიძაშვილი გიორგი დაქორწინდა მეგანზე, რომელიც წარმატებული ბიზნეს-აღმასრულებელია ჩრდილოეთ კაროლინიდან. ახალდაქორწინებულების მშობლებთან ერთად იყვნენ ჩემი დედა, ვაჟები და ჩემი ამერიკელი რძალი, ჩემი უფროსი ვაჟის ცოლი ჩიკაგოდან" - წერს სააკაშვილი და ქორწილის ფოტოებსაც აქვეყნებს.

მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი მეუღლესთან ერთად მეორედ გამოჩნდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა ადინა სპერტუს მელპუსია. იხილეთ სრულად