"რო­დე­საც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე, ეს რა საყ­ვა­რე­ლი ვინ­მეა-მეთქი... შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - კვირის პალიტრა

"რო­დე­საც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე, ეს რა საყ­ვა­რე­ლი ვინ­მეა-მეთქი... შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..."

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

ესპანელი ვეტერანი ფეხბურთელის, ჟერარდ პიკესა და მომღერალ შაკირას სასიყვარულო ურთიერთობა წლებს ითვლის. მათი ამბავი 2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჭაკა ჭაკა-ს მუსიკალური ვიდეორგოლის გადაღებისას, მადრიდში დაიწყო და უკვე ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკაში განვითარდა.

შაკირასა და პიკეს შორის 10-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა - მომღერალი 44 წლისაა, ხოლო ფეხბურთელი - 34-ის. ამის გამო მათ ურთიერთობას საწყის ეტაპზე ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა წყვილმა ყველას დაუმტკიცა, რომ ნამდვილ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. მათ დღეს ყველაზე მყარი ოჯახი აქვთ. ჰყავთ ორი შვილი. ამასთან, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წყვილად მიიჩნევენ.

ამინდი და სიყვარული

"ფეხბურთის ფანი არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ საერთოდ არ ვიცოდი, ის ვინ იყო, როდესაც გადასაღებ მოედანზე დავინახე, გავიფიქრე, ეს რა საყვარელი ვინმეა და შემდეგ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის ერთმანეთი გაეცნო", - იხსენებს შაკირა.

პიკემ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა იმ "სულელურ" შეტყობინებაზე, რომელიც შაკირას პირველად მისწერა. ფეხბურთელის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების სამხრეთ აფრიკაში ჩასვლამდე, იქ შაკირა ჩავიდა, რადგანაც გახსნის ცერემონიაზე უნდა ემღერა.

"სანამ მე ჩავიდოდი სამხრეთ აფრიკაში, ის უკვე იქ იმყოფებოდა, ამიტომ მივწერე და ვკითხე, თუ როგორი ამინდი იყო. ეს ჩვეულებრივი სულელური კითხვაა, რომელზეც ნორმალური პასუხი იქნებოდა, რომ ეთქვა - ჟაკეტი წამოიღე, ან რამე მსგავსი, მაგრამ ის გაუჩერელებად მწერდა, ყოველ წუთს მატყობინებდა თუ როგორი ამინდი იყო", - იხსენებს პიკე.

ჩემპიონატის შემდეგ

ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თუმცა ჩემპიონობაზე არანაკლები ყურადღება მედიაში პიკესა და შაკირას სასიყვარულო ურთიერთობას ეთმობოდა. ისინი ერთად ჩნდებოდნენ პაპარაცების წინ და ყვითელი პრესის მთავარი თემა მათი ამბავი იყო.

თუმცა 2011 წელს განაცხადეს, რომ ერთად აღარ იყვნენ. დაშორებამ დიდხანს არ გასტანა.

მალე წყვილი პაპარაცებმა ბარსელონაში, ერთ-ერთი რესტორნის დატოვებისას შენიშნეს. იმავე წლის მაისში ბარსელონაში გამართულ კონცერტზე შაკირას პიკემ სცენაზე აკოცა და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ისინი კვლავ ერთად იყვნენ.

2012 წელს, შვეიცარიაში "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე პიკე საყვარელ ქალთან ერთად მივიდა. ამავე წელს ცნობილი გახდა, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდა. გააგრძელეთ კითხვა