"პრინცი ალბერი დაოჯახებამდეც ცნობილი მექალთანე იყო და არც შემდეგ შეუწყვეტია დარდიმანდული ცხოვრება" - "ყველაზე უბედური პრინცესა" სიცოცხლისათვის იბრძვის - კვირის პალიტრა

"პრინცი ალბერი დაოჯახებამდეც ცნობილი მექალთანე იყო და არც შემდეგ შეუწყვეტია დარდიმანდული ცხოვრება" - "ყველაზე უბედური პრინცესა" სიცოცხლისათვის იბრძვის

დიახ, მას თანამედროვეობის ყველაზე უბედურ პრინცესას უწოდებენ, მისი მართლაც უიღბლო პირადი ცხოვრების გამო. თუმცა ამჯერად კიდევ უფრო უარესად არის საქმე.

მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობა საკმაოდ ძვირად დაუჯდა - პრინცესა ჰოსპიტალიზებულია, ქმრისა და შვილებისგან იზოლირებულია და ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან.

ზიმბაბვეში დაბადებული შარლენი ბავშვობის ადგილებში საქველმოქმედო მიზნით ჩავიდა - ბრაკონიერების მიერ დაობლებული მარტორქების მოსანახულებლად, ლიმპოპოში. როგორც ცნობილია, პრინცესა ველური ბუნების შენარჩუნებისთვის იბრძვის და შესაბამის ორგანიზაციებს მხარს უჭერს.

სამწუხაროდ, ამჯერად კეთილი მიზნები ბოროტად შემოუბრუნდა. ჯერ კიდევ მაისში იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში ვიზიტით და

როგორც ჩანს, მალევე გართულდა მდგომარეობა, თუმცა გასაიდუმლოებული იყო.

რამდენიმე კვირის წინ მონაკოს პრინცი ალბერ მეორე შვილებთან ერთად ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში ცოლის სანახავად. პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მოგვიანებით ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პრინცესა ოჯახთან ერთად ვერ დაბრუნდა მონაკოში, ყურის რთული ინფექციის გამო, რომელიც აფრიკაში ვიზიტის დროს შეხვდა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები