"მთელი ორსულობა, დროს სასიამოვნოდ ვატარებ" - ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას ფოტოები ლოს-ანჯელესიდან - კვირის პალიტრა

"მთელი ორსულობა, დროს სასიამოვნოდ ვატარებ" - ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას ფოტოები ლოს-ანჯელესიდან

"მის საქართველო" ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ერთად ლოს-ანჯელესში ისვენებს. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ წყვილი პირველს შვილს ელოდება. "ბომონდთან" მიცემულ ინტერვიუში ნანუკამ ორსულობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დროს სასიამოვნოდ ატარებს.

"არაჩვეულებრივი გრძნობაა ბავშვის მოლოდინი. კარგად მახსოვს ის სიტყვები რომელიც ნიკოლოზმა ამ ამბის გაგების შემდეგ მითხრა: მე და შენ ბავშვს ველოდებით და ეს 9 თვე საკუთარი თავის სიამოვნებას მიუძღვენიო. მართლაც, მთელი ორსულობა, დროს სასიამოვნოდ ვატარებ. ასეთ

ტალღაზე ვარ. ფიზიკურად არანაირი აქტივობა არ შემიზღუდავს. არც ტოქსიკოზი მქონია. დედობის მოლოდინი ხომ ყველა გოგონას აქვს იხილეთ ინტერვიუ

როგორც მოდელის "ინსტაგრამიდან" ჩანს, ნანუკა და ნიკა  ლოს-ანჯელესში ყოფნით ტკბებიან და საკუთარ ფოტოებს "ინსტაგრამში" უზიარებენ თავიანთ გამომწერებს. წყარო