"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავ­ხართ" - როგორ აღნიშნა იუბილე ანუკი არეშიძემ - კვირის პალიტრა

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავ­ხართ" - როგორ აღნიშნა იუბილე ანუკი არეშიძემ

დიზაინერი ანუკი არეშიძე პირველ ივლისს 32 წლის გახდა. გასულ წელს თბილისის პირველმა ლედიმ დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე მეგობრებთან და უახლოეს ნათესავებთნ ერთად აღნიშნა.

როგორც აღმოჩნდა წელს იუბილეს გატარება ოჯახურ გარემოში გადაწყვიტა. ანუკიმ "ინსტაგრამზე" დაბადების დღის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ულამაზეს წითელ კაბაშია გამოწყობილი. როგორც აღმოჩნდა დიზაინერს სიურპრიზი შვილებმაც მოუწყეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნახატები აჩუქეს.

"მინდა, მადლობა გითხრათ ყველას, რომ გამონახეთ დრო და გასაოცარი რაღაცები მისურვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ. ეს დღე თქვენ მართლაც განსაკუთრებულ დღედ აქციეთ. მიყვარხართ. მადლობა, მადლობა, მადლობა" - წერს ანუკი არეშიძე.