"სინამდვილეში, ძალიანაც მოსწონს ჟურნალისტების ცემაც... მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც მი­უ­ძღვით ბრა­ლი ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­ში" - კვირის პალიტრა

"სინამდვილეში, ძალიანაც მოსწონს ჟურნალისტების ცემაც... მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც მი­უ­ძღვით ბრა­ლი ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­ში"

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

"ბოლო ძალადობრივი მოვლენებისას წარმოთქმული ფრაზები: "ძალადობას არ ვემხრობი, მაგრამ"... "არ უნდა ეცემათ, მაგრამ..." "ძალადობას ვგმობ, მაგრამ..." "მოძალადეებს არ ვამართლებ, მაგრამ..." "ძალადობა არ მომწონს, მაგრამ"... აი, რა მაგრამ? იცით, რომ ამის მთქმელიც მოძალადეა? სინამდვილეში, ძალიანაც მოსწონს ჟურნალისტების ცემაც და ნებისმიერისაც, ვისი აზრიც მისთვის სასტიკად მიუღებელია.

ცემით და აგრესიით სიმართლეს ვერავინ დაამტკიცებს, ვერც განსხვავებულ აზრს აკრძალავს.

"ვეფხისტყაოსანი" გვასწავლის: - "ბოროტსა სძლია კეთილმან"... და კიდევ, მედია საშუალებებსაც მიუძღვით ბრალი ხალხის გაღიზიანებაში და მათაც მოეთხოვებათ ოქროს შუალედის დაჭერა.

არა ძალადობას! "