მკვეთრი მაკიაჟი და ფერადი ფრჩხილები - "ლამაზი ჩაცმულობისა და ღმილის უკან ბევრი პრობლემა იდგა, საყვედურბოდნენ, რადგან სამეფო წესებს არ ემორჩილებოდა" - კვირის პალიტრა

მკვეთრი მაკიაჟი და ფერადი ფრჩხილები - "ლამაზი ჩაცმულობისა და ღმილის უკან ბევრი პრობლემა იდგა, საყვედურბოდნენ, რადგან სამეფო წესებს არ ემორჩილებოდა"

უმშვენიერესი, შეუდარებელი და ყველასთვის საყვარელი პრინცესა დაიანა დროსთან ერთად უფრო პოპულარული ხდება. ლედი დის შეუცვლელი სტილი დღეს მოდი მიმდევრებისთვის კვლავ სამაგალითოა, ლედი დი უყვარს ყველას და მის ტრაგიკულ გარდაცვლაბას ბრიტანეთი დღემდე გლოვობს.

პრინცესა დაიანას ლამაზი ჩაცმულობისა და ღმილის უკან ბევრი პრობლემა იდგა, ლედი დის საყვედურბოდნენ რადგან სამეფო წესებს არ ემორჩილებოდა და ყოველთვის ცდილობდა პრინცესობიდან ჩვეულებრივ გოგოს ცხოვრებას მორგებოდა. ნახეთ, 7 წესი რომელსაც პრინცესა დაიანა არღვევდა.

მის გარდერობში ბევრი შავი სამოსი იყო

სამეფო ოჯახის წესების მიხედვით, პრინცებსა და პრინცესებს მუქი ფერის სამოსი ტარება ეკრძალებათ, მათ გარდერობში ფერადი, პასტელური ფერები უნდა ჭარბობდეს. ლედი დი ყოველთვის განსხვავებულად აფასებდა შავ ფერს და კაბებსა თუ შარვლებს თამამად ირგებდა, რის გამოც პრინცესას საყვედურობდნენ.

პრინცესა დაიანას ხელთათმანები ავიწყდებოდა

თუ დაკვირვებიხართ, დედოფალი ყოველთვის ატარებს ხელთათმანებს, რაც ბრიტანული სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წესია. პრინცესა დაიანას ხელთათმანების გაკეთება ავიწყდებოდა, ან შეიძლება სულაც არ მოსწონდა ის.

დაიანა უქუდოდ დადიოდა

მესამე ბრალდება პრინცესას მიმართ... ის იშვიათად ატარებდა ქუდებს, ხელთათმანის მსგავსად ან რჩებოდა ან საჭიროდაც არ თვლიდა მის ტარებას. პრინცესა ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა და მისი სამოსი არცერთი აქსესუარის დეფიციტს არ განიცდიდა. გააგრძელეთ კითხვა