"ამის მოსმენა ჩემთვის ძალიან რთული იყო" - რისი ოპერაცია გაიკეთა თაკო ტაბატაძემ და როგორ შეხვდნენ შვილები დედის გამოჩენას "ჩცდ"-ში? - კვირის პალიტრა

"ამის მოსმენა ჩემთვის ძალიან რთული იყო" - რისი ოპერაცია გაიკეთა თაკო ტაბატაძემ და როგორ შეხვდნენ შვილები დედის გამოჩენას "ჩცდ"-ში?

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებს" ახალ-ახალი და საინტერესო სახეები ემატება. ერთ-ერთია თაკო ტაბატაძე - პოლიტიკოს ალექსანდრეს საყვარლის როლში, რომელმაც წინა სერიაში გამოაცხადა, რომ ორსულადაა. თაკო რეალურ ცხოვრებაში 4 შვილის დედაა, მოცეკვავე, სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა მაგისტრატურაში სწავლობს. ამ ყველაფერს ისე ახერხებს, რომ არც შვილებს აკლებს დროსა და ყურადღებას და ამავდროულად კარიერულად ძალიან აქტიურია. თაკომ რეპეტიციების დროს მუხლი დაიზიანა, ტრავმა მიიღო და დღეს ოპერაცია გაიკეთა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა და რამდენიმე თვეში ისევ შეძლებს სცენაზე დადგომას.

- თაკო, როგორ აღმოჩნდი "ჩემი ცოლის დაქალებში" და მანამდე თუ იყავი ამ სერიალის მაყურებელი?

- რამდენიმე კვირის წინ დამირეკა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ და მითხრა, რომ ეძებდნენ მსახიობს ამ როლისთვის. გავიარე კასტინგი და დამამტკიცეს. მანამდეც ვუყურებდი ამ სერიალს და ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პროფესიული თვალსაზრისითაც, რადგან ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივი მსახიობები მონაწილეობენ.

- ჰქონდა მნიშვნელობა, რა როლს შემოგთავაზებდნენ, თუ ნებისმიერ შემთხვევაში დათანხმდებოდი "ჩცდ"-ში მონაწილეობას?

- ჩემთვის ეს როლი ძალიან საინტერესოა, რადგან რადიკალურად განსხვავებულია ჩემი რეალური ბუნებისგან. ამიტომაც, ბევრად უფრო დიდი გამოწვევა იყო, რამდენად მოვახერხებდი გარდასახვას. ძალიან მიხარია, რომ დადებითი შეფასება მოჰყვა სერიალში ჩემს გამოჩენას.

- როგორი იყო გადაღების პროცესი, ღელავდი?

- გადაღების პროცესი ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, როცა პროფესიონალებთან მაქვს საქმე. ძალიან

მეგობრული გარემოა, ამიტომაც ღელვის საფუძველი ნამდვილად არ მქონია. ჩემი პარტნიორი ძალიან კარგი და გამოცდილი მსახიობია, ამიტომ მასთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა.

- თაკო, როგორც ვიცით, ტრავმა მიიღე და ოპერაციის გაკეთებას გეგმავ. სად დაიზიანე ფეხი და რამდენ ხანში შეძლებ, დაუბრუნდე ცეკვას და ზოგადად აქტიურ ცხოვრებას?

- სამწუხაროდ, მუხლის სერიოზული ტრავმა მივიღე რეპეტიციაზე, ცეკვის დროს. მკვეთრი მოძრაობისას დამიზიანდა წინა ჯვარედინი იოგი, რომელიც სასწრაფოდ საოპერაციო აღმოჩნდა. ჩემთვის ასეთ დროს ახალი როლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ემოციურად, რადგან მტკივნეული იყო ჩემთვის იმის გაანალიზება, რომ ეს ტრავმა ხელს შემიშლიდა საყვარელი საქმის კეთებაში. მიუხედავად ამისა, მაინც დამამტკიცეს როლზე, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. სრული რეაბილიტაციის პერიოდი 6-9 თვეს მოიცავს. ამის მოსმენა ჩემთვის ძალიან რთული იყო. აქტიური ცხოვრების წესი მაქვს, ოთხი ბავშვის აღზრდა, მუშაობა, ჩემთვის მუდმივ ფიზიკურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ამ ყველაფრის ემოციურად გადატანაში ძალიან დამეხმარა ის, რომ ერთი დღეც არ გავჩერებულვარ. დავდივარ რეპეტიციებზე, გადაღებებზე და მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმა ტკივილთანაა დაკავშირებული, სტიმული მაქვს,

რომ მალე გამოვჯანმრთელდე, რადგან უამრავი სასიამოვნო საქმე მელოდება წინ. იხილეთ სრულად