"ნუ გადაიღებ ფოტოებს ცნობილ ადამიანებთან. ზუსტად იმდენი იძინე და ჭამე, რამდენიც გჭირდება" - და­ლაი-ლა­მას, ჰიტ­ლე­რის, სტა­ლი­ნის მას­წავ­ლე­ბლის - ჯორჯ გურ­ჯი­ე­ვის რჩევები ქალიშვილს - კვირის პალიტრა

"ნუ გადაიღებ ფოტოებს ცნობილ ადამიანებთან. ზუსტად იმდენი იძინე და ჭამე, რამდენიც გჭირდება" - და­ლაი-ლა­მას, ჰიტ­ლე­რის, სტა­ლი­ნის მას­წავ­ლე­ბლის - ჯორჯ გურ­ჯი­ე­ვის რჩევები ქალიშვილს

მეოცე საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი, მისტიკოსი, ეზოთერიკოსი, ენაგრამის ფუძემდებელი, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის დამაარსებელი, დალაი-ლამას, ჰიტლერის, სტალინის მასწავლებელი და მრჩეველი გიორგი (ჯორჯ) გურჯიევი 1872 (1877) წლის 28 ნოებერს ქალაქ ალექსადროპოლში (დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე) დაიბადა... გიორგი გურჯიევის ეროვნება და დაბადების თარიღი დღემდე ბურუსითაა მოცული, თუცა ცნობილია, რომ იგი დედით სომეხი, მამით კი ბერძენი იყო. ზოგი მის სომხურ-ბერძნულ წარმოშობაზე საუბრობს, ზოგი - ასირიულზე, ზოგიც კი - ქართულზე. მისი ფსევდონიმი "გურჯიევია", რაც "ქართველს" ნიშნავს.

გიორგი გურჯიევის ქალიშვილმა, დუშკა ჰოვარტმა, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ მომავალი თაობებისთვის მამის არქივები და მუსიკალური ნაწარმოებები გადაეცა. ის 70 წლის ასაკში დაეუფლა კომპიუტერს და შეძლო მამის შესახებ მოგონებების წიგნი გამოეცა. მთელი ცხოვრების მანძილზე დუშკა ჰოვარტს მამის 63 მოკლე მითითება ეხმარებოდა, რომლების სწორ გამოყენებასაც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია:

1. მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე.

2. ყოველთვის აცნობიერე ფიქრები, გრძნობები, სურვილები და ქმედებები.

3. ყოველთვის დაასრულე ის, რასაც დაიწყებ.

4. რასაც აკეთებ, გააკეთე შეძლებისდაგვარად კარგად.

5. ნუ მიეჯაჭვები იმას, რაც საბოლოოდ გაგანადგურებს.

6. გამოიჩინე სულგრძელობა მოწმეების გარეშე.

7. ნებისმიერ ადამიანს მოექეცი ისე, როგორც უახლოეს ნათესავს.

8. გამოასწორე ყველაფერი, რასაც გააფუჭებ.

9. ისწავლე მიღება და ყოველი საჩუქრისთვის იყავი მადლიერი.

10. შეაჩერე თავდაცვითი ქმედებები.

11. ნუ მოიტყუები, ნუ მოიპარავ - მოიქეცი ისე, თითქოს საკუთარ თავს პარავ და ატყუებ.

12. დაეხმარე გვერდითმყოფებს, მაგრამ ნუ გახდი მათ შენზე დამოკიდებულს.

13. ნუ დაიკავებ ძალიად დიდ სივრცეს.

14. ნუ იხმაურებ და მოერიდე ზედმეტ ჟესტებს.

15. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს რწმენა, მისი იმიტაცია გააკეთე. განაგრძეთ კითხვა