"ვიდეოოპერატორს შეაფურთხა" - მერილინ მენსონი ლოს-ანჯელესის პოლიციას ჩაბარდა - კვირის პალიტრა

"ვიდეოოპერატორს შეაფურთხა" - მერილინ მენსონი ლოს-ანჯელესის პოლიციას ჩაბარდა

ამერიკელი მუსიკოსი მერილინ მენსონი ლოს ანჯელესის პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

მედიის ინფორმაციით, ხუთშაბათს, ჰოლივუდის პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ, 52 წლის მუსიკოსი გირაოს გარეშე გაათავისუფლეს.

საქმე ეხება ბრალდებას, რომელიც მუსიკოსს 2019 წლის აგვისტოში ნიუ-ჰემფშირში გამართულ კონცერტზე მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს, როდესაც, მუსიკოსმა, სავარაუდოდ, ვიდეოოპერატორს შეაფურთხა.

გილფორდის პოლიციის დეპარტამენტთან დადებული გარიგების თანახმად, მენსონი აგვისტოში ახალი ინგლისის რეგიონში გაემგზავრება, სადაც სასამართლო სხდომები გაიმართება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუსიკოსს ერთ წელზე ნაკლები დროით თავისუფლების აღკვეთა ან 2 000 აშშ დოლარამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრება.

"ინტერპრესნიუსი"