რა წერია 36 წლის წინანდელ წერილში, რომლითაც ლევან უჩანეიშვილი "სესილია ბებიას" დაემშვიდობა
რა წერია 36 წლის წინანდელ წერილში, რომლითაც ლევან უჩანეიშვილი "სესილია ბებიას" დაემშვიდობა
ცოტა ხნის წინ, შემ­თხვე­ვით, ხელ­ში ჩა­მი­ვარ­და 1984 წლის ქარ­თუ­ლი პრე­სა, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ბე­ბია 1984 წლის 21 მა­ისს 78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­ზე­თე­ბის ფურ­ცლებ­ზე მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. თი­თო­ე­უ­ლი წე­რი­ლი თუ მო­გო­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, თუმ­ცა ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ერთ-ერ­თმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­იქ­ცია. ეს აშშ-ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლია.

ცნო­ბი­ლია, რომ სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი ვა­კე­ში, იმ ეზოს მო­ბი­ნად­რე იყო, სა­დაც მისი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ ასე­ვე გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბი ერო­სი
მან­ჯგა­ლა­ძე და დიდი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი.

იმა­ვე ეზო­ში, ამ სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის თვალ­წინ კი, ერთი ნი­ჭი­ე­რი ბიჭი იზ­რდე­ბო­და, რომ­ლის სა­ხი­თაც მო­მა­ვალ­ში მა­ყუ­რე­ბელ­მა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი გა­იც­ნო.

პა­ტა­რა ლე­ვანს თურ­მე დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლია და ლე­ვა­ნი კი მას ბე­ბი­ას ეძახ­და.

36
წლის წინ კი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ბე­ბია ამ ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და, ლე­ვა­ნი მა­შინ­დე­ლი პრე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით („ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნის­ტი“ #63, 1984 წელი, 26 მა­ი­სი) ასე გა­მო­ემ­შვი­დო­ბა:

"ჩაკ­ვდა ეზო, ჩვე­ნი ეზო. სიზ­მა­რი­ვით ლა­მა­ზი და სი­ცო­ცხლით სავ­სე ეზო.

რა, ბა­ტო­ნი ერო­სი არ კმა­რო­და? მას შემ­დეგ თქვენ დაგ­ვრჩით... ჩვე­ნი ეზოს, ჩვე­ნი ქა­ლა­ქის, ჩვე­ნი ხალ­ხის ბე­ბია. დედა რომ დე­დაა, ის არ მტუქ­სავ­და იმ­დენს, რამ­დენ­საც თქვენ, "ყვე­ლას­თან თავ­მდა­ბა­ლი იყა­ვი, ნუ ათ­ქმე­ვი­ნებ, ჯერ არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია და ცხვირს მაღ­ლა სწევ­სო“. დიახ, თავ­მდაბ­ლო­ბა იყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის პრინ­ცი­პი და მეც ამას მას­წავ­ლი­დით.

თქვე­ნი ოთა­ხი მიყ­ვარ­და... ის ოთა­ხი, სა­დაც პირ­ვე­ლად მო­მის­მი­ნეთ და მი­თხა­რით: "ხე­ლე­ბის ქნე­ვა და ყვი­რი­ლი არ ნიშ­ნავს ლექ­სის კი­თხვას". ის, ოთა­ხი, სა­დაც პირ­ვე­ლად წა­გი­კი­თხეთ შან­დორფ პე­ტე­ფის "მიყ­ვარ­ხარ"... ვი­თომ სა­ცემ­რად გა­მო­მი­დე­ქით, და­მი­ჭი­რეთ და მა­კო­ცეთ. თქვე­ნი სუ­რა­თი მა­ჩუ­ქეთ წარ­წე­რით... მა­შინ ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და.

ის პატ­რა ოთა­ხი მიყ­ვარ­და, სა­დაც გვი­ან ღა­მემ­დე ჩემი შე­კი­თხვე­ბით არ გას­ვე­ნებ­დით. "კაი, და­ვი­ღა­ლე, მე­ძი­ნე­ბა და წა­ეთ­რიე ახლა სახ­ლში". ამას ისე ტკბი­ლად მე­ტყო­დით, რომ თქვენ­გან წა­მო­სულს რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, დიდი რამ მინ­დო­და, გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

რამ­დენს გას­ცემ­დით თქვე­ნი სი­ცო­ცხლით, რი­თაც მეც ბედ­ნი­ე­რად ვთვლი­დი თავს, მე­ა­მა­ყე­ბო­და, რომ თქვე­ნი, "სე­სი­ლია ბე­ბი­ას" მე­ზო­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ამით თით­ქოს რა­ღაც მე­მა­ტე­ბო­და, თით­ქოს რა­ღა­ცით ვმაღ­ლდე­ბო­დი.

ერთი წლის წინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩემი ინ­ტერ­ვიუ მო­გი­ტა­ნეთ. ბავ­შვი­ვით გა­გი­ხარ­დათ, სა­ნამ თქვენს გვარს მოკ­რავ­დით თვალს.

მერე ხმამ­ღლა წა­ი­კი­თხეთ:

"- თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი?

- სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი".

ხელ­მე­ო­რედ გა­და­ი­კი­თხეთ. "ჩემს მეტი ვე­რა­ვინ ნახე გა­ზეთ­ში და­სა­წე­რი?" - მე­ჩხუ­ბეთ. და­უ­მა­ტეთ, უჩე­მოდ აწი არა­ფე­რი და­წე­როო. ახ­ლაც რომ თქვენ­ზე ვწერ, თქვე­ნი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად? მა­პა­ტი­ეთ, სე­სი­ლია ბე­ბია. მა­პა­ტი­ეთ, რა­მე­თუ ვე­ღარ გაჩ­ვე­ნებთ ამ გა­ზეთს, ვე­ღარ წა­გი­კი­თხავთ და ვე­ღარ "გა­გა­ლან­ძღი­ებთ" თავს.

ერთი ოც­ნე­ბა კი მქონ­და, თქვენ­თან ერ­თად მე­თა­მა­შა. ...ჩაკ­ვდა ჩვე­ნი ეზო, სე­სი­ლია ბე­ბია და ახლა რა­ღაც სიზ­მა­რი­ვით მა­გონ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი - თქვენ, ბა­ტო­ნი ერო­სი და ...

ნახ­ვამ­დის, სე­სი­ლია ბე­ბია. თქვე­ნი "ზუ­რი­კე­ლა" - ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი.

2007 წელს ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის 100 წლის იუ­ბი­ლის­თვის მო­წყო­ბილ სა­ღა­მო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სპექ­ტაკ­ლი "სე­სი­ლია", რო­მე­ლიც ფონდ "იავ­ნა­ნა­სა“ და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით შე­იქ­მნა. (რე­ჟი­სო­რე­ბი - ლე­ვან წუ­ლა­ძე, გია კი­ტია). მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დასი და ჰო­ლი­ვუდ­ში მოღ­ვა­წე მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი იღებ­დნენ. ის სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ვი­და.

"მე სე­სი­ლია ბე­ბი­ას ვე­ძახ­დი, ის კი, რო­გორც ზუ­რი­კე­ლას, ისე მექ­ცე­ო­და. "შენ დოხ­ტუ­რი უნდა გა­მოხ­ვი­დე, რომ ყვე­ლას მოგ­ხვე­დოო", - მი­თხრა ერთხელ სე­სი­ლია ბე­ბი­ამ ფან­ჯრი­დან და სი­გა­რე­ტის კვამ­ლი შე­მო­მა­ბო­ლა.

მე სა­არ­ტის­ტო­ზე მინ­და, ჩა­ვა­ბა­რო, სე­სი­ლია ბე­ბია და ისე­თი ხვე­ლე­ბა ავ­ტე­ხე, ვი­თომ ვიხ­რჩო­ბო­დი. "ოო, „იძი­ოტ!“ - მი­თხრა სე­სი­ლი­ამ და ფან­ჯა­რა მო­მი­ჯა­ხუ­ნა.

მე­ო­რე დღეს თა­ვის­თან და­მი­ბა­რა წი­ნა­სა­გა­მოც­დო გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. სი­გა­რეტს დას­წვდა, მე ასან­თი ავუნ­თე. მო­უ­კი­და, სა­ფერ­ფლე მი­ვა­წო­დე. "ოი, მაგი არ გიშ­ვე­ლის, პად­ხა­ლიმ!". სი­გა­რე­ტი გა­ა­ბო­ლა, ტახ­ტზე მო­კა­ლათ­და და სმე­ნად გა­და­იქ­ცა. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, არ ვიცი, ალ­ბათ ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე და ისე ხმა­მაღ­ლა და­ვი­წყე ლექ­სის კი­თხვა, რომ ტახ­ტზე შეხ­ტა. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები