"ისედაც აღარ აპირებდნენ მეტი შვილის გაჩენას და ესეც პიარისთვის გამოიყენეს" - კვირის პალიტრა

"ისედაც აღარ აპირებდნენ მეტი შვილის გაჩენას და ესეც პიარისთვის გამოიყენეს"

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი ცნობადობა რაც შეიძლება მეტი შემოსავლის მისაღებად გამოიყენონ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ფული სჭირდებათ - ჰარის მამა დაემუქრა, რომ ოჯახის ბიუჯეტს მთლიანად ჩამოაშორებს და მემკვიდრეობის გარეშე დატოვებს. ფულის შოვნა კი წყვილს მართლაც კარგად გამოსდის - მათ უკვე რამდენიმე ძვირადღირებული კონტრაქტი აქვთ მულტიმედია კომპანიებთან, სასექსელი წყვილის საჯარო გამოსვლებიც დიდი ფული ღირს. ცოტა ხნის წინ კი გამჟღავნდა, რომ ჰარისა და მეგანს საქველმოქმედო ორგანიზაციაც ფულს გადაუხდის.

თანხის რაოდენობა საკმაოდ მოკრძალებულია, სულ რაღაც 500 ფუნტი. ის სიმბოლური ჟესტი უფროა, ვიდრე ფულადი ჯილდო. სამაგიერიდ, მისი დანიშნულებაა აღსანიშნავი - მეგანი და ჰარი ფულს იღებენ იმის სანაცვლოდ, რომ მეტ შვილს აღარ გააჩენენ.

"ამ ჯილდოს მათ გადავცემთ დიდსულოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომ პატარა ოჯახი ეყოლებათ. გვინდა ეს გადაწყვეტილება მისაბაძი გახდეს. მსგავსი გადაწყვეტილებებით პლანეტაზე კაცობრიობის ნეგატიური გავლენა შემცირდება და ჩვენს შთამომავლობას მეტი შანსი დარჩება, რომ ჯანსაღ პლანეტაზე იცხოვროს" განაგრძეთ კითხვა