"დამიკავშირდნენ, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო... სამი წუთი ვუყურებდი მესიჯს"
"დამიკავშირდნენ, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო... სამი წუთი ვუყურებდი მესიჯს"
გი­ორ­გი ქარ­და­ვა ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნია, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე­ობს, თუმ­ცა გი­ორ­გის ფოტო ობი­ექ­ტივ­ში, არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი და რუსი, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბის უამ­რა­ვი ვარ­სკვლა­ვი მოხ­ვედ­რი­ლა... გი­ორ­გი პორ­ტრე­ტის­ტია, რო­მე­ლიც ცდი­ლობს სა­ინ­ტე­რე­სო და ბუ­ნებ­რი­ვი სა­ხე­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი გა­და­ი­ღოს... თუ რო­გო­რია გი­ორ­გის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია AMBEBI.GE-ის უამ­ბობს:

- და­ვი­ბა­დე წა­ლენ­ჯი­ხა­ში, გა­ვი­ზარ­დე ზუგ­დიდ­ში. ფო­ტოგ­რა­ფო­ბა და­ვი­წყე მე­სა­მე კურ­სზე, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გამ­რი­ცხეს. ერთი წელი უსაქ­მუ­რად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მექ­სი­კა­ში წას­ვლა­სა და და­სარ­ტყმე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ყიდ­ვა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ამის­თვის მჭირ­დე­ბო­და ფული, ხოლო ჩემ­მა
მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია, ამე­ღო ჩემი დის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი და ხალ­ხის­თვის ფო­ტო­სე­სი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა და­მე­წყო. მექ­სი­კა­ში მა­ინც ვერ მოვ­ხვდი, ბა­რა­ბა­ნებ­ზე კი დღემ­დე ვუკ­რავ. პირ­ვე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც ჩვენს ოჯახ­ში გაჩ­ნდა, მა­მა­ჩე­მის მიერ, ჩემი დის­თვის ნა­ჩუ­ქა­რი ნა­ხევ­რად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი "ქე­ნო­ნი" იყო. ჩემი და გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ფო­ტოგ­რა­ფი­ით, მე დავ­ცი­ნო­დი: - რად გინ­და ეს
ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, წადი, წიგ­ნე­ბი იკი­თხე და სე­რი­ო­ზულ საქ­მეს მი­ხე­დე-მეთ­ქი. მერე ისე მოხ­და, რომ ეს ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც მა­მა­ჩემ­მა აჩუ­ქა, ჩემი გახ­და და გა­და­ღე­ბაც და­ვი­წყე.

- რო­გორ და­ი­წყე გა­და­ღე­ბე­ბი?

- ჩემ­თვის პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა და­უ­ვი­წყა­რი იყო. 2009 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში თოვ­ლი­ან მოს­კოვ­ში გო­გოს ვუ­ღებ­დი, რო­მელ­მაც პორ­ტრე­ტე­ბი შე­მიკ­ვე­თა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ფო­ტო­ა­პა­რატს ვერ ვფლობ­დი, ისე ყი­ნავ­და, რომ 15 წუ­თის მეტი ვერც გავ­ძე­ლით. ისე­თი სა­ში­ნე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ვი­და, რომ დღემ­დე მრცხვე­ნია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 500 რუბ­ლის (10$) ოდე­ნო­ბის პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ჰო­ნო­რა­რი მო­ვი­პო­ვე, რი­თიც ძა­ლი­ან ამა­ყი ვი­ყა­ვი. გა­და­ღე­ბე­ბის შე­დე­გად რა­ღაც პორ­ტფო­ლიო რომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, რომ და­მე­წყო კლუ­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და წვე­უ­ლე­ბე­ბის გა­და­ღე­ბა. ვი­ღებ­დი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, უკვე ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი და სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა მო­მე­წყო ჟურ­ნალ cosmopolitan-სთვის, შემ­დეგ იყო bureau 24/7, სა­დაც ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის­თვის ვი­ღებ­დი ფო­ტო­ებს. 2015 წელს უკვე აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე ცნო­ბილ რუს სა­ხე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა, commersant-სთვის მქონ­და მა­სობ­რი­ვი გა­და­ღე­ბა. შემ­დეგ რო­ბერტ დე ნირო გა­და­ვი­ღე და გაგ­რძელ­და სხვა­დას­ხვა ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის: - Esquire , harpersbazaar, GQ ... ძი­რი­თა­დად, გა­და­ღე­ბა ჟურ­ნა­ლე­ბი­სა და ბრენ­დე­ბის­თვის მი­წევს.

- ბევ­რი ცნო­ბი­ლი სახე გყავს გა­და­ღე­ბუ­ლი?
- გა­და­ღე­ბუ­ლი მყავს რო­ბერტ დე ნირო, ვინ­სენტ კა­სე­ლი, ბეგ­ბე­დე­რი, ბრე­გო­ვი­ჩი, გა­ტუ­ზო, კატ­რინ დე­ნე­ვი, გორ­ბა­ჩო­ვის 80 წლის იუ­ბი­ლე­ზე მი­მიწ­ვი­ეს და რამ­დე­ნი­მე პორ­ტრე­ტი გა­და­ვუ­ღე. ჩვე­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 2019 წელს გა­და­ვი­ღე, რო­დე­საც ვი­ყა­ვი "მერ­სე­დეს ბენც ფე­შენ ვიკ­ზე" და სა­ლო­მე ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის ჩვე­ნე­ბა­ზე სა­პა­ტიო სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. მახ­სოვს, ძა­ლი­ან მომ­ღი­მა­რი სახე ჰქონ­და, მე ვი­დე­ქი ფო­ტო­ა­პა­რა­ტით და გა­ნა­თე­ბით და ვთხო­ვე: - ცოტა სე­რი­ო­ზუ­ლი სახე მი­ი­ღეთ-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა: - მე არ მინ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ვი­ყოო. ამას რომ მე­უბ­ნე­ბო­და, იმ მო­მენ­ტში და­ვი­ჭი­რე მი­მი­კა, რო­მე­ლიც ამ ფო­ტო­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი. სულ ეს იყო - ორ­წუ­თი­ა­ნი, მაგ­რამ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი შე­ხე­ბა.

- ვინ იყო ის ვარ­სკვლა­ვი, ვის­თა­ნაც პირ­ვე­ლად მო­გი­წია მუ­შა­ო­ბა?

- რო­ბერტ დე ნირო მოს­კოვ­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი, თა­ვი­სი ახა­ლი რეს­ტორ­ნის გახ­სნა­ზე. ხუთ წუთი მქო­ნა გა­მო­ყო­ფი­ლი მისი ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად. ჯერ იმა­ზე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რომ გა­ვი­გე - დე ნირო უნდა გა­და­ვი­ღო. მერე იმა­ზე, რომ ასე­თი ცოტა დრო მქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი. პრო­ცეს­ში შევ­ძე­ლი გო­ნე­ბა მო­მეკ­რი­ბა და გა­და­მე­ღო. სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, როცა ბავ­შვო­ბი­დან ფილ­მებ­ში ხე­დავ და უცებ აქ, შენს წინ პო­ზი­ო­რობს და კარ­გი ფო­ტო­ე­ბი უნდა გა­მო­გი­ვი­დეს, ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, როცა დე ნი­როს ეუბ­ნე­ბი: - ასე და­ჯე­ქი, ასე მიტ­რი­ალ­დი, თავი აწიე... ის გის­მენს და აკე­თებს იმას, რა­საც შენ ეუბ­ნე­ბი. გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შეგ­რძნე­ბაა. პო­ზი­ტი­უ­რი ტიპი იყო, რომ პო­ზი­ო­რობ­და, თან რა­ღა­ცებს ღი­ღი­ნებ­და. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები