"ცოლი რომ გყავს, შე­ხედ­ვა ხომ უნდა გე­სი­ა­მოვ­ნოს?"- ვინ არის "ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ სანიკიძის მხატვარი მეუღლე?
"ცოლი რომ გყავს, შე­ხედ­ვა ხომ უნდა გე­სი­ა­მოვ­ნოს?"- ვინ არის "ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ სანიკიძის მხატვარი მეუღლე?
ცნო­ბილ­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა სამი წლის წინ და­ას­რუ­ლა. ბერ­ძნუ­ლი "არი­სი" მისი ბოლო კლუ­ბი გახ­ლდათ, სა­დაც თა­მა­ში და­ი­წყო, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი ტრამ­ვე­ბის გამო, სპორტთან დამ­შვი­დო­ბე­ბა მო­უხ­და.

კა­ლათ­ბურ­თე­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი გახ­ლდათ. 2004 წელს NBA-ს დრაფტ­ზე ატ­ლან­ტამ ის 42-ე ნომ­რად აირ­ჩია და სან ან­ტო­ნი­ოს გა­უც­ვა­ლა 2005 წლის დრაფ­ტის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა­სა და გარ­კვე­ულ თან­ხა­ში.

2007 წლის ზა­ფხულ­ში მან სან ან­ტო­ნი­ოს რი­გებ­ში სა­ზა­ფხუ­ლო ლი­გა­ზე ითა­მა­შა, თუმ­ცა სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე NBA-ში
თა­მა­ში არ მო­უ­წია. სა­ნი­კი­ძე ყო­ველ­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სა­პი­რის­პი­რო სქეს­ში. ის არა­ერთ ცნო­ბილ ქალ­თა­ნაც და­უ­წყვი­ლე­ბი­ათ. ერთ-ერთი ჭორი გახ­ლდათ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან რო­მა­ნი, რო­მე­ლიც მომ­ღერ­ლის მიერ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტის გა­ზი­ა­რე­ბას მოჰ­ყვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კა­ლათ­ბურ­თელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ფოს­თან მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და.

"გა­რეგ­ნო­ბას მი­ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას, ძა­ლი­ან და­ბა­ლი, რა
თქმა უნდა, არ უნდა იყოს. პირ­ველ რიგ­ში, ფი­ზი­კუ­რად უნდა მო­მე­წო­ნოს, არ ვამ­ბობ, რომ მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი უნდა იყოს, მაგ­რამ ცოლი რომ გყავს, შე­ხედ­ვა ხომ უნდა გე­სი­ა­მოვ­ნოს? მერე ხა­სი­ათ­საც მი­ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას და ეს არის (იღი­მე­ბა)..."- ასე პა­სუ­ხობ­და სა­ნი­კი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებს, რო­დე­საც სა­სურ­ვე­ლი ქა­ლის შე­სა­ხებ უს­ვამ­დნენ კი­თხვებს.

ოთხი წლის წინ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ საყ­ვა­რე­ლი ქალი გა­მო­ა­ჩი­ნა. მისი გუ­ლის მო­გე­ბა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტმა მაი ბი­წა­ძემ შეძ­ლო. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ნიკა ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, სოფო გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს.

გო­გო­ნე­ბი წლე­ბის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ვიკა სა­ნი­კი­ძე და მაი ბი­ძა­წე მალე და­ქორ­წინ­დნენ და 2019 წლის აპ­რილ­ში შვი­ლი ნი­კა­ლა შე­ე­ძი­ნათ. კა­ლათ­ბურ­თე­ლი ახლო მე­გო­ბა­რია ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის და მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად "პა­რაგ­რაფ­ში" ხში­რად ის­ვე­ნე­ბენ ერ­თად. იხილეთ სრულად



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები