ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის გაიხსნა
ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის გაიხსნა
ეიფელის კოშკი დღეიდან ვიზიტორებისთვის გაიხსნა, - ინფორმაციას ღეუტერს-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ტერიტორიაზე შესული ნებისმიერი, 11 წლის ზემოთ ასაკის პირისთვის, პირბადის ტარება სავალდებულოა. ამასთან, კოშკის ლიფტებში ვიზიტორების ჩვეულებრივ მიღებული რაოდენობის მხოლოდ ნახევარი იქნება დაშვებული.

21 ივლისიდან დამთვალიერებლები ვალდებულები იქნებიან ე.წ. კოვიდპასპორტები წარადგინონ, რათა აჩვენონ, რომ ვაქცინირებული არიან ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის დაახლოებით 8 თვის წინ დაიხურა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები