ჟაკლინს არ მოსწონდა თავისი საქორწილო კაბა - პირველი ლედის ტრაგედია და გასაიდუმლოებული ფაქტები
ჟაკლინს არ მოსწონდა თავისი საქორწილო კაბა - პირველი ლედის ტრაგედია და გასაიდუმლოებული ფაქტები
ამერიკის დედოფალი, სტილის და ქალურობის ეტალონი, ამერიკელებს ის უყვარდათ და თვლიდნენ ერის სიამაყედ. 60-იანების ამერიკელები კი მას ეჯიბრებოდნენ. მასზე ათეულობით წიგნი შეიქმნა და უამრავი ფილმის ეკრანიზაცია შედგა. საუბარი განუმეორებელ ჯეკიზეა, რომელმაც ბევრი გასაიდუმლოებული ფაქტი დატოვა მის გარშემო.

ჟაკლინ ბუვიე ჟურნალ ვოგის უმცროს რედაქტორად მუშაობდა
კენედის ცოლობამდე ბუვიე ჟურნალისტიკით იყო გატაცებული. 21 წლის ასაკში ჟურნალ ვოგის უმცროსი რედაქტორის პოზიცია დაიკავა, ნახევარი წელი იმუშავა ამერიკული ჟურნალის რედაქციაში და შემდგომ გადავიდა ფრანგულ ვოგში.

ჟაკლინს არ მოსწონდა მისი საქორწილო კაბა

საქორწილო კაბა ჯეკის ენნ ლოუმ შეუკერა. ჟაკლინს ის არ მოსწონდა და ამბობდა რომ მორთულ ჭაღს ჰგავდა, რაზეც ათასობით ამერიკელი არ დაეთანხმა. ქორწილის შემდეგ მთელმა მსოფლიომ მისი კაბის ინსპირაციით დაიწყო თავისთვის იდენტურის შექმნა. ვინტაჟური ფატა კი ჟაკლინის ბებიას ეკუთვნოდა, რომელიც
შვილიშვილმა მოირგო საკუთარ ქორწილში. ჯონ კენედი თვლიდა რომ მისი მეუღლე ნამდვილ ფერიას ჰგავდა ქორწილის დღეს, სწორედ ასე შეარქვეს ქორწილის შემდეგ ჯეკის - თეთრი სახლის ფერია.

ჟაკლინის დედა გრანდიოზული ქორწილის წინააღმდეგი იყო
ჟაკლინმა ქორწილის დღეს ყური დაუგდო თუ როგორ გამოხატავდა დედამისი უკმაყოფილებას მომავალ მამამთილთან იმის თაობაზე, რომ ხალხის უზარმაზარი რაოდენობა იყო მოწვეული ქორწილში (1500 კაცი), რაზეც პასუხად მიიღო: "თქვენ დღეს თქვენს ქალიშვილს ათხოვებთ, მე კი ამ ქორწილით უნდა გავაცნო მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებს მომავალი პირველი ლედი" - განუმარტა ჯოზეფ კენედიმ. ჯეკიმ უკვე იცოდა როგორი რთული მომავალი ელოდა წინ... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები